ის რაც პრობლემა გგვგონია, რეალურად საერთოდ არ არის პრობლემა.


სანაპიროზე ვაპირებდი ჩასვლას როდესაც, ახალგაზრდა ბიჭი დავინახე მოხუც კაცთან ერთად. სავარაუდოდ მისი მამა იქნებოდა,  სამწუხაროდ ამ კაცს სიარული არ შეეძლო და ინვალიდის   ეტლში იჯდა.  მაშინვე, ჩემი ყურადღების ქვეშ მოექცა ეს მოხუცი.  თუმცა ყველანაირად ვეცადე, არ შემემჩნია.  ვიგრძენი, როგორი თვალებით შესცქეროდა ზღვას.
 გული მწყდებოდა,  რომ  ის ვეღარ შეძლებდა დამოუკიდებლად მისვლას სანაპიროსთან, ცურვას, თუმცა მივხვდი რომ ის რწფელი და თბილი თვალებით იხედებოდა.
 მივხვდი, რომ ჩვენ ადამიანები ხშირად, უმიზეზოდ ვიქმნით.  პრობლემებს და არც კი ვიცით, რა არის რეალურარ ნამდვილი პრობლემები.  სულ თუ არაფერი ჩვენ, სიარული მაინც შეგვიძლია. შეგვიძლია, ცხოვრება შევიგრძნოთ ვიმოგზაუროთ, ცხოვრებით ვისიამოვნოთ. 
მინდა ჩემი ხმა მივაწვდინო ყველა შეზღუდული, შესაძლებლობების მქონე ადამიანს.  თქვენ ნებისმიერი ადამიანის მოტივატორები ხართ და გისურვებთ, ყველაფერს საუკეთესოს. 


ისეთი ქალებიც არიან რომლებიც, ძალით და უსიყვარულოდ გაათხოვეს. პატარა ასაკში დაუნგრიეს ბავშვობა და მომავლის პერსპექტივა,  ოცნებები და წაართვეს შესაძლებლობები.
და ეს ყველაფერი არ არის, მოძალადე ქმრები ყავთ, ცემენ, ძალადობენ, ფიზიკურ და მორალურ შეურწყოფას აყენებენ.  ამცირებენ  და ამ ქალებს წასასვლელი არ აქვთ ეშინიათ,  რომ წამოვიდნენ როგორ არჩინონ საკუთარი შვილები. რადგან,  კარირეაც არ აქვთ.  სწავლა არ აცადეს, არ აცადეს ოცნებების ასრულება. 
არ აცადეს თავიანთი გადაწყვეტილებით აერჩიათ, თავის მეორე ნახევარი.  შეიძლება არც ის ყოფილიყო სრულყოფილი, თუმცა მისი არჩევანი იქნებოდა და ის აგებდა თავის შეცდომაზე პასუხს. მაგრამ ახლა რა ქნას? როგორ მოიქცეს? ვისღა მოთხოვოს პასუხი? აქვს კი რამეს აზრი?  აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი ამ ქალების ადგილას. მგონი არც თუ ისე სასიამოვნოა, და დარწმუნებული ვარ არავის ენდომება მსგავს სიტუაციაში ყოფნა. 


 
განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებზე თუ გსმენიათ რამე? ან ტრანსგენდერებზე? თუ გცოდნიათ ისიც გეცოდინებათ როგორ, ამცირებენ და ჩაგრავენ.(ყველა თუ არა მოსახლეობის უმეტესობა)  და როგორ უჭირთ სამსახურის შოვნა.
არა ცუდად გაიგე, არ ვიცავ და არც მსგავს რამეს ვემხრობი და ისიც ვიცი, რომ უმეტესობა გამაღიზიანებლად იქცევა.  თუმცა, იმათმა  რა დააშავეს რომლებიც თავისთვის, არიან და წყნარი და მშვიდი ცხოვრება სურთ. 
ერთხელ მაინც გიფიქრიათ როგორი რთულია მათთვის? 
არც მათ სურდათ, რომ მსგავსი რამ დამართნოდათ და არც მსგავსი ცხოვრება აურჩევიათ. ( ესეთი დაიბადნენ ,ესეთი ორიენტაციით და მისწრაფებებით.) მაგრამ ისინიც ადამიანები არიან. 
 და ადამიანობა განისაზღვრება, ერთგულებით, ურთიერთგაგებით, პატივისცემით... 
და არა ორიენტაციით! 
 

 მოხუცებზე თუ გიფიქრიათ რომლებსაც ,პენსია წამლებშიც კი არ ყოფნით  და საჭმლის ფულიც კი არ რჩებათ.  არ იციან თვიდან, თვემდე როგორ გასტანონ თავი. 

ბავშვთა სახლში მყოფ, ბავშვებზე თუ გიფიქრიათ?  როგორ დატოვეს მშობლებმა პატარები და დაუცველები სხვის ხელში?  როგორ უჭირდათ, მატერიალურად მის მშობლებს, რომ სხვის ხელში დატოვეს. 
წარმოიდგინეთ, რა რთულია.  არ იციან ვინ არის  მისი ნამდვილი,დედა,  მამა, ყავს თუ არა და ან ძმა. მთელი ბავშვობა ნატრობენ,  დედის ნახვაზე და ჩახუტებაზე. 

და შენ ახლა დაფიქრდი, ვინც არ უნდა იყო და კითხულობდე ამას.  ხედავ რა არის ნამდვილი პრობლემები? და არა ის, რომ ბოლო დონის ტელეფონი არ გაქვს.   რომ 
"იმან" არ მოგწერა,   რომ მშობლები გაგიბრაზდნენ  და შეკამათება მოგივიდა . რომ ყოველდღე საშოპინგოდ  ვერ დადიხარ.   
არ ვამბობ, რომ მსგავსი რაღაცები პრობლემად არ ჩამითვლია და არ მინერვიულია. თუმცა,  უკვე სხვაგვარად ვფიქრობ. 
ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში უბრალო დეტალებიც კი საინტერესეოა 
მაგალითად: მეგობრებთან სეირნობა, 
საუბარი , წიგნის კითხვა, საყვარელი ყავის დალევა,  მზის ჩასვლის ყურება. 

მივხვდი,  რომ იღბლიანი ვარ,  იმით რაც ვარ და ვინც ვარ. იმით რაც მაქვს, და უფრო მეტს ჩემით მოვიპოვებ.

მივხვდი, რომ უაზრო და არაფრის მომცემ პრობლემზე, ნერვიულობა არ ღირს. რომ მას ცუდის მეტი, არაფერი მოაქვს. 

მივხვდი, რომ არაფრისგან სპილოს შექმნა უაზრობააა.

მიხვდი შენც, 
ასე ბევრად უკეთესია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი