უეცრად მიღებული გადაწყვეტილებები, დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის
ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება სხვა ადამიანი, რომ ვყოფილიყავი. ან უბრალოდ ცხოველი, თუნდაც რომელიმე ფრინველი. ისე, რომ იცოდეთ ფრინველად ყოფნის იდეა, ყველაზე მეტად მომწონს. ვიცი, გიკვირთ მაგრამ დაფიქრდით, მათ ფრთები აქვთ. ყველგან შეუძლიათ გაფრინდნენ, სადაც კი მოესურვებათ. იფრინონ და იფინონ ხშირად თავის გადარჩენაც უწევთ ,მაგრამ ფრენისას განსაკუთრებულ შეგრძნებას განიცდიან, თავისუფლებას. ნახულობენ მთებს, ზღვებს, ქალაქებს ,დაფრინავენ უსასრულოდ მე მომწონს და ასეთი წარმომიგენია ფრინველად ყოფნის იდეა. პეპელაზე ამბობენ, რამდენიმე დღე ცოცხლობსო. ამ ნაზმა მოფარფატე მწერმა, როგორ უნდა მოასწროს სამყაროს შეცნობა?! ერთი წუთიც კი არ აქვს დასაკარგი. ჩემი აზრით, საოცარია, თავის ლამაზი ფრთებით დაფარფატებს. აბა წარმოიდგინეთ, ამ პატარა მწერს კიდევ უფრო ნაადრევად, რომ მოუსწრაფოს ვინმემ სიცოცხლე ხომ საშინლებაა? წვიმიანი დღებიც მიყვარს, შემიძლია უსასრულოდ ვიარო წვიმაში. ქოლგის გარეშე იმიტომ, რომ ქოლგით სიარულს წვიმაში ხიბლი არ აქვს. თუ წვიმა გიყვარს , კიდეც უნდა დასველდე და მისი ხმითაც უნდა დატკბ . წვიმიან დღეებში შემოვჯდები ხოლმე, ფანჯარაზე და ამომიტივტივდება მოგონებები. აი კიდევ გამახსენდა ერთი, ასე იცის ჩემმა გონებამ. უცბად ერთი თემიდან, მეორეზე გადადის ისე, რომ არც კი მეკითხება. მიღვიძებს, დიდი ხნის მივიწყებულ მოგონებებს ამჯერად 5 წლის წინანდელი ამბავი გამახსენდა მგონი ღირს მოსაყოლად. - ყვავილებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს? გამიმხელ თუ ეგეც საიდუმლოა? ჩამესმა ბოხი მაგრამ, საოცრად მშვენიერი ხმა. ისე ჩამესა მისი სიტყვები როგორც, მუსიკის ჰანგები. -ბაბუაწვერა მომწონს, ვუპასუხე მშვიდად და აუღელვებლად. -ბაბუაწვერა? -დიახ -და რატომ მაინც და მაინც ბაბუაწვერა? -ბავშვობიდან მომწონს და მიზიდავს. ეზოში გამოვიდოდი დავრბოდი და ვეძებდი, რომ ვიპოვნიდი დიდხანს ვუყურებდი. შემდეგ სულს ვუბერავდი, ვაკვირდებოდი როგორ იფანტებოდნენ ჰაერში. ისინი თავისუფლები და განსხვავებულნი არიან, შეუძლიათ იქ წავიდნენ სადაც უნდათ. თან ყველაზე სახალისო ის არის, რომ სულის შებერვისას გამუდმებით უამრავ სურვილს ვიფიქრებდი. იმ იმედით, რომ ამიხდებოდა ახლა აღარც კი მახსოვს იმ სურვილების სია, მაგრამ მაშინ ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. -თან ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მის ყიდვას ვერ შეძლებ. -დიახ, ტყეში მოგიწეს წასვლა და მოკრეფა თუ, ჩემთვის მოტანა მოგინდება. ეშმაკურად გავხედე და გავიცინე. -ისეთი განსხვავებული და ამოუცნობი ხარ, შეუძლებელია შენთვის რამე არ გავაკეთო. მგონია, რომ შენზე ყველაფერი ვიცი მაგრამ აღმოჩნდება, რომ საერთოდაც არაფერი არ ვიცი. -მგონია, რომ ერთმანეთის გაგებას შევძლებთ. შეხედე ზღვას როგორი წყნარია და კენჭი მოვისროლე ზღვისკენ. -განსაკუთრებით მიყვარს ზღვა, მშვიდიც, აღელვებულიც, რომ ვუყურებ მამშვიდებს. ტალღების ხმა ჩემში, არაამქვეყნიურ გრძნობას იწვევს. საათობით შემიძლია ვიჯდე და ვუყურო, მოვუსმინო და შევიგრძნო. -მზის ჩასვლა განსაკუთრებით მიყვარს, ხშირად მოვდივარ აქ ვზივარ და ვფიქრობ. ყველაფერზე და არაფერზე, განსაკუთრებულობაზე და უბრალოებაზე. -გინდა წყალში შევიდეთ? -რატომაც არა აქვე მინდა ჩავერიო და გითხრათ, რომ ამ დროს ოქტომბერი იყო და საშინლად ცივი იყო ზღვა. მხოლოდ გიჟი თუ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. მაგრამ იმ მომენტში მიმაჩნდა, რომ ცხოვრება ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით იყო საინტერესო. რაღაც მხივ უმნიშვნელო, თან მნიშვნელოვანი მაგრამ საინტერესო. მახსოვს , რომ წამოვდექი სწრაფად გავიქეცი მისკენ და ზურგზე შემოვახტი. მან კი ბევრჯერ დამატრიალა ვტრიალებდით და ვტრიალებდით. რა თქმა უნდა ზღვაში შევედით, მართალია მოგვიანებით სიცივისგან ვკანკალბდით და ფილტვების ანთებაც დამემართა. მარამ ჩემთვის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად რჩება ის მომენტიც, როდესაც სიცივისგან გაყინულს ზღვაში სიყვარული ამიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მასთან აღარანაირი ურთიერთობა არ მაქვს, არ ვნანობ ყოველ იმ სიგიჟით აღსავსე გადაწყვეტილებას რაც მასთან ერთად მაქვს მიღებული. დიახ დღემდე ვფიქრომ, რომ ცხოვრება ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით არის საინტერესო. რაღაც მხრივ უმნიშვნელო, თან მნიშვნელოვანი, მაგრამ საინტერესო გადაწყვეტილებებით. და მაინც განსაკუთრებით მიყვარს ის მოგონებები როდესაც, პირველად და ნამდვილად შემიყვარდა. მოგონებები თითქოს, ერთ პატარა სკივრშია გამოკეტილი. რომელიც ყოველდღიურად იღება და თავს გახსენებს. თითქოს კარგიც არის, ასე ხომ თავს ცოხლად გრძნობ. მოგონებები გახსენებს ვინ იყავი, იმ ადამიანებს გახსენებს, ვისთანაც შეიძლება აღარ ხარ თუმცა ერთ დროს შენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად ითვლობდა. ნუ იქნებით მოსაწყენები, ხშირად უეცრად მიღებული გადაწყვეტილებები დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი