,,მოგზაურობა ჩემი სულის გარშემო"
მზისგან გახუნებულ გზაზე მე და ოლივერი ერთმანეთის გვერდიგვერდ მივაბიჯებთ. თითქოს ორივე ვერიდებით საუბრის წამოწყებას და თითებს დავყურებთ. მაგრამ უეცრად სიჩუმეს მისი ძალიან მშვიდი და თბილი ხმა არღვევს: -ადამიანების გამო არ უნდა მოვიწყინოთ. გამეღიმა, ვიცოდი უყვარდა,როცა მსგავსი სახის დიალოგები გვქონდა, რადგან ასეთ სიტუაციაში ორივე საკუთარ პოზიციას ისე ვიცავდით, თითქოს ბრძოლის ველზე ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარეები ვყოფილიყავით. -კარგი, ანუ შენ გულისხმობ, რომ ადამიანები სულის ტკივილად არ უნდა გავიხადოთ, რატომ? ღრმად ჩავისუნთქე, საუბართან ერთად იმ პასუხის მოსმენაც კი მიჭირდა, რომელსაც მოუთმენლად ველოდი. დადუმდა. უკვე მერამდენე დუმილია, მერამდენე... ჩემი და ოლივერის თითები ერთმანეთში იხლართება. გაცრეცილი სიტყვებით ვივსებით და ვდუმვართ. ოლივერი მიყურებს მიყურებს და მიდის. ვდუმვარ ისე, როგორც ხეები ტყეში. ოლივერს დაავიწყდა,დაავიწყდა,რომ ორი სიჩუმის მოყვარულმა არსებამ გაცნობისთანავე ერთმანეთს ჩვენივე დუმილით გავუგეთ მაგრამ ჩვენ ხომ ახლაც ვდუმვართ, როგორც მაშინ, თუმცა ახლა იმ განსხვავებით, რომ ერთმანეთს ვტოვებთ ჩვენივე საშინელი დუმილით სამუდამოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი