“იასამნისფერი ნოსტალგია”
სხვა სამყაროში რომ შვხვედროდით ალბათ დრო გაჩერდებოდა, საათის ისრები კი სამუდამოდ გაჩუმდებოდნენ, ნებას მოგვცემდნენ ერთმანეთის გვერდით უსასრულო დრო გაგვეტარებინა. არ ვიცი, ალბათ იმისთვის რომ წინა ცხოვრებაში ერთმანეთი მივატოვეთ, გავიჭედებოდით გაზაფხულსა და შემოდგომას შორის და ასე “დავისჯებოდით”. ჩვენ კი ყოველთვის იმაზე ვიფიქრებდით ეს სასჯელი იყო თუ უბრალოდ ჩვენი დასაჩუქრება ერთმანეთისთვის ერთმანეთით. ჩვენს სიზმრებში ჩვენ ფოთლები ვიქნებოდით, დილით გაღვიძებისთანავე მე გკითხავდი რა იქნებოდა ადამიანები ფოთლები რომ ვიყოთ მეთქი, შენ მეტყოდი: “ადამიანები რომ ფოთლები ვიყოთ, შემოდგომისას არ ვიქნებოდით ყვითლები, წითლები, ყავისფერშეპარულნი. ჩვენ-ჩვენი ფერი გვექნებოდა, განსხვავებული, ისეთი, რომელსაც ვერ აღწერ და ისეთი, რომელიც სხვა არ არსებობს, ჩვენი, ჩვენი ფერებით გავანათებდით ჩაბნელებულ სამყაროს. შემოდგომისას განსხვავებული სურნელი გვექნებოდა და ერთმანეთში არეულ ათას სურნელს შორს მაინც გამოვარჩევდით ჩვენი ადამიანისთვის განკუთვნილ განსაკუთრებულსო”, მე ჩახეგუტებოდი და სანთელივით დავდნებოდი, მაშინ სამუდამოდ დავიდებდი შენს ნაზ კანზე ბინას და ჩემივე სიზმრებში მოვკვდებოდი და ვინ იცის იქნებ ოდესმე შენს სიზმრებში გავიღვიძო და გავცოცხლდე?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი