რაზე ოცნებობ(დნ)ენ მეეზოვეები..?


იცი
ამ დილით მეეზოვეს ვაკვირდებოდი
როგორ საგულდაგულოდ აგროვებდა ის 
ქარით გაფანტულ ფოთლებს…
ახლა ეს იყო მისი ერთადერთი მიზანი -
შეაგროვოს ფოთლები...
და მომინდა,
თუნდაც ერთი წამით,
ჩამეხედა მის გულში და ფიქრებში:
თუ როგორ ფიქრობს ის იმაზე
რომ ბიჭს ზამთრის ფეხსაცმელი არააქვს...
ცოლს თბილი ტანსაცმელი...
გოგოს საცეკვაო ფეხსაცმელი უნდა უყიდოს...
წნევიან დედას უნდა მიაკითხოს
და ცოტა ‘ტკბილეული’ მაინც მიუტანოს, ანუ წამლები!
თავის თავი კი გამორჩა ამ ყველაფერში
და არც ახსოვს რაზე ოცნებობდა ოდესმე!
საინტერესოა
რაზე ოცნებობ(დნ)ენ მეეზოვეები..?
.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი