ქალაქში, სადაც მხატვრები ხატავენ სისხლით!


. . .
ქალაქში სადაც
 საახალწლოდ
გასაყიდად ჩამოტანილ ინდაურებს
გლეხებს სანაგვეებში უყრიან...

ქალაქში სადაც 73 წლის ქალს
უწევს ღამღამობით ყვავილები კრიფოს
და ამით შვილიშვილები არჩინოს.

ქალაქში სადაც
მხოლოდ ‘ოქროში გაზრდილი’ ბავშვი
"ჭამს შოკოლადს".

ქალაქში სადაც
მხატვრები ხატავენ სისხლით!
ქალაქში სადაც
ნამდვილი კაცი საძებნია
და ვერ პოულობ.
ქალაქში სადაც პატრიოტსაც
გიჟად ჩათვლიან.
ქალაქში, სადაც პოპულარული ხდება
ცარიელი სიტყვა!
ქალაქში, სადაც ვერ გაივლი უცრემლოდ
მიწისქვეშა გადასასვლელებს.
ქალაქში, სადაც
შენს სუნთქვას სჭირს აპოკალეფსი!

ქალაქში, სადაც
თვალებსაც სტკივა ეს რეალობა.
ქალაქში, სადაც დედიკოს შვილებს და
მაჟორებს მიჰყავთ პარადი.
ქალაქში, სადაც დღისითაც ბნელა
და არ ანათებს არსად იმედი.
ქალაქში, სადაც ბავშვის სიცილს 
გაიგებ მხოლოდ სიზმრებში.
ქალაქში, სადაც 300 ლარიან სამსახურებში
მუშაობას ჰქვია სიმდიდრე!
ქალაქში, სადაც არცერთი დედა
არ არის მშვიდად...
(მათი ნახევარი კი გადარიყულია სხვაგან!)
ქალაქში, სადაც დაგარქმევენ გოიმს
იმიტომ რომ აღარ იცი რას ნიშნავს
კლუბი და ერთდღიანი ურთიერთობები!
ქალაქში, სადაც ტრადიციებს დაარქვეს 
‘ძველი’!!!
ქალაქში, სადაც არ სრცხვენიათ
უნიჭო ნიჭის.
(ქალაქში, სადაც აფასებენ
სარგებლით, ფულით...)

ქალაქში, სადაც ციხეებში ყრიან პოეტებს!
ჯამბაზები კი ცეკვავენ ჩვენს გამზირებზე...
ქალაქში, სადაც მტკივა ყველა მოხუცი.
ქალაქში, სადაც ‘მამიდები’ ბიზნესმენობენ,
და რწმენაც გახდა ბიზნესი ბოლოს..!
ქალაქში, სადაც აფთიაქი და ბანკი
ყოველ ნაბიჯზეა!
ქალაქში, სადაც 
ვერ იპოვი სულისთვის საზრდოს.
ქალაქში, სადაც 
ყველაფერი გგონია მოგონილი,
და ყოველ დილით იღვიძებ ისევ სიზმარში...
.
29.12.19

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
გარჩაპროგრამისტი2 წლის წინ

🙏

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი