სახანძრო მანქანა
რა უცნაურობაა..! ზოგჯერ, როცა სამყარო თავზე გენგრევა, მაშინაც კი შეიძლება არ გაგახსენდეს ღმერთი (შველა რომ სთხოვო) მაგრამ! საკმარისია შენს სახლთან სახანძრო მანქანამ გაიქროლოს კივილით (რაღაც სხვანაირი სასოწარკვეთილი კივილია ეს) და მაშინვე შეკუმშული გულით ღმერთს შესთხოვ: -ღმერთო! უშველე... დაიფარე... გადაარჩინე... -ღმერთო! უშველე... დაიფარე... გადაარჩინე... -ღმერთო! უშველე... დაიფარე... გადაარჩინე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი