"შენობის მიღმა"


,,შენობის მიღმა’’

დილით როგორც ყოველთვის ადრე გავიღვიძე, ყავით ხელში აივანზე გავედი და ზღვის ხედით ვტკბებოდი, ვხედავდი ქუჩაში მიმავალ ხალხს ზოგს სამსახურში ეჩქარებოდა, ზოგი კი თავის საყვარელ ცხოველს ასეირნებდა და ეს მათ ბედნიერს ხდიდა. ადამიანები, რომლებსაც მე ვხედავდი სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ ერთად ისეთ ჰარმონიას ქმნიდნენ, რომ მსიამოვნებდა მათი ყურება. დღეს განსაკუთრებულად ციოდა, რა გასაკვირია შემოდგომის ბოლო დღე იყო, ხეე ფერადი ფოთლები, ქარი ამოვარდა სასწყალ ფოთოლს ვერაგულად ეცა და ობლად დარჩენილი, უსუსური ფოთოლი ჰაერში აიტაცა, ბევრი ატარა და ბოლოს იქვე ქუჩის პირას მიწას დაანარცხა, ჩემს ფიქრებში ვიყავი როდესაც გვერდით მეზობლის ოთახიდან გაისმა ბეთხოვენის მშვენიერი მაგრამ მძიმეთ მოსასმენი კომპოზიცია ზამთარი, ამან უფრო დაამძიმა ჩემი ფიქრები და გრძნობები, ადვილი არ არის იცხოვრო მარტო ამხელა სამყაროში, როდესაც ირგვლივ უამრავი ხალხია. 
ყოველთვის სახლში მიყვარდა გაჩერება თბილად სავარძელზე წამოწოლა და წიგნის კითხვა, მაგრამ დღეს სხვანაირად მეჩვენებოდა ყველაფერი არ ვიცი ინტუიცია იყო თუ წინათგრძნობა მოახლოებული უბედურებისა, მაგრამ მინდოდა გაქცევა ამ კედლებიდან ამ შენობიდან, მეზობელმა დამიძახა, როგორც ყოველთვის აპროტესტებდა გზების ბურღვასა და ხმაურს, მე გამეღიმა და შევეცადე დამემშვიდებინა ნინა ბებო. თუმცა მეც ძლიერ მაწუხებდა ამდენი ხმაური და მუდმივად უაზრო მიწის ბურღვა. მოვემზადე გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და სადმე ზღვის სანაპიროზე თოლიები დამეპურებინა, გასვლას ვაპირებდი როდესაც ვიგრძენი შებარბაცება, თავიდან მიწისძვრა მეგონა, მაგრამ როდესაც 10 სართულიანი ბინამ ნგრევა დაიწყო უკვე მივხვდი რომ გასაქცევი არსად არ მქონდა, იქვე მივირბინე კუთხეში, არ ვიცი რატომ მაგრამ მეგონა რომ იქ დაცულად ვიქნებოდი, ხელში მაცხოვრის პატარა ხატი დავიჭირე ამ დროს კი ერთიანად დაბნელდა, საშინელი კვამლი იდგა, მესმოდა სასწაული განწირული ხმები, როგორ ითხოვდნენ ჩემი მეზობლები შველას, არ ვიცი როგორ ან რანაერად მაგრამ კედლებს შორის მოვყევი ისე რომ არაფერი მქონდა დაზიანებული , უბრალოდ სუნთქვა მიჭირდა მეგონა რომ ყოველ წამს გავიგუდებოდი, იმ მომენტში ძნელია იფიქრო რამეზე თუ ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება არ ხარ,  მოყოლილ ნაგრევებში იცი რომ შენთან ერთად არიან ადამიანები, რომლებიც შველას ითხოვენ ზოგს ხელი აქვს მოტეხილი ზოგს კი ფეხი ,უფრო საშინელებაც ზოგი გარდაცლილია, ერთი გაფიქრება ისიც გავიფიქრე ნუ თუ მიწაც ასეთი ცივია, როგორც ამ  შენობის ლოდები?, სიკვდილის შემდეგაც ასეთი განწირული ხმა ისმის იმ ადამიანების, ვისაც არ უნდოდათ ჯერ გარდაცვალება?, დრო გადიოდა ვგრძნობდი როგორ ცივდებოდა ჩემი სხეული, ყოველი წუთის შემდეგ მცირდებოდა იმ ადამიანების ხმა ვინც შეველას ითხოვდნენ, მინდოდა დამეყვირა ძალიან მაგრად დამეყვირა, მაგრამ ვგრძნობდი რომ არ შემეძლო დაყვირება, შეიძლება ეს იმ დროს გამოწვეული  სტრესის ბრალი იყო, სრულიად შოკში ვიყავი ვერ ვიჯერებოდი თუ ეს ჩემს თავს ხდებოდა, რამდენიმე წუთის წინ ხომ ყავით ხელში აივანზე ვიდექი და ვტკებობიდი დღის სინათლით.
დრო ძალიან ნელა გადიოდა, მესმოდა გარედან როგორ ცდილობდა ხალხი ჩვენს დახმარებას,  მაშველები გვეძებდნენ  მტვრიან დანგრეულ შენობაში, ისმოდა იმ ადამიანების ტირილის ხმაც, რომლებიც სულმოთქმელად ელოდებოდნენ ნაგრევებში მოყოლილ  ოჯახის წევრებს, ამ ხრივ გამიმართლა, რადგან ჩემი ოჯახის წევრები სხვა ქვეყანაში ცხოვრებდა და არ გადაიტანდნენ იმას, რაც გადაიტანა ზემოთ  მყოფმა ხალხმა. მაცხოვრის ხატი უფრო ჩავიხუტე მჯეროდა რომ აქედან გავაღწევდი. 
ფეხების გამოძრავება ვცადე ,მაგრამ უშედეგოდ ზემოდან დიდი ქვის ლოდი მქონდა დადებული, თვალები დახუჭული მქონდა არ ვაღებდი იმის შიშით რომ საშინელი სიბნელე დამხვდებოდა ირგვლივ, გავიგე როგორ ითხოვდა სიკვდილის წინ ადამიანი წყალს, თუ აქედან გავიდოდი სამუდამოთ დამრჩებოდა მეხსიერებაში იმ ადამიანების ხმები, რომლებიც ასე წვალობდნენ და იბრძოდნენ გადარჩენისთვის. უკვე ვგრძნობდი რომ ვიყინებოდი ალბათ ტუჩებიც გალურჯებული მქონდა, ხელები მიკანკალებდა, არ მინდოდა დანებებაზე მეფიქრა ამიტომ წარმოვიდგინე სახლი ზღვასთან ახლოს მე იქვე აივანზე ვიჯექი ყავით ხელში და ვუყურებდი ჰორიზონტს, როგორი კარგია, მზეც კარგად აცხუნებს, თოლიებმა გადაიფრინა, ჩემი ძაღლი გამოვიდა სახლიდან და გაეკიდა მათ, გამეღიმა,  რომ ამოვალ აქედან აუცილებლად ვიყიდი ძაღლს, რომელსაც დავარქმევ ბობის. უკვე აღარავის ხმა აღარ ისმოდა მეც ჩემს ოცნებებში დავიკარგე უკვე თვალები მეხუჭებოდა მაცხოვრის ხატს ხელს არ ვუშვებდი, არ ვიცი რა მოხდა მაგრამ თალები რომ გავახილე, დავინახე სინათლე, უკვე საავდმყოფოში ვიყავი, გადაყვანილი ისე მაგრად მქონდა მაცხოვრის ხატი ჩახუტებული, რომ ექიმებს ვერ გაუშვიათ ჩემი ხელი. რამოდენიმე დღის შემდეგ გამომწერეს მივედი იქ სადაც ხელმეორედ დავიბადე, ყველაფერი განადგურებული იყო, ვიდექი დანგრეული შენობის მიღმა და ვერ ვაცნობიერებდი, რომ მხოლოდ მე გადავჩი, ფიქრი, რომელიც ნაგრევებს მიღმა დავიწყე იმ მიზნით რომ სულიერად მტკიცედ ვყოფილიყავი განვახორციელე, ვიყიდე პატარა სახლი ზღვასთან ახლოს, ბობიც ყოველ დილით მისდევს თოლიებს იმ იმედით რომ რომელიმეს დაიჭერს, მაგრამ დამეთანხმებით რომ ამ ყველაფრის დავიწყება ძნელია ისევ ისე ჩამესმის იმ ხალხის ხმა, რომლებიც განწირული ხმით ითხოვდნენ დახმარებას, მახსენდება მოხუცი ნინა ბებო როგორ გადმოდგებოდა იავანზე და ბუზღუნით ამბობდა თუ როგორ შეაწუხა ამ ხმაურმა. წლები ერთმანეთს მისდევდა თუმცაღა სამუდამოთ დამამახსოვრდა შემოდგომის ბოლო დღე, როდესაც სიკვდილთან ასე ახლოს ვიყავი ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი