ხუთი


ხუთი ოთახი, ხუთნი ვიყავით ჩვენც
ხუთი ტკივილი ეტეოდა ბავშვობის სახლში
ხუთი ფანჯარა, ხუთი ხედი, ხუთი თითი და
თითებზე ვითვლი მერამდენე წელი გავიდა 

დღემდე ვერ მივხვდი, რა მოხდა და რა დაგვემართა
ან უფრი სწორად რომ ვიკითხო, რა დავიმართეთ?
ბევრჯერ ვეცადეთ წაქცეულნი ფეხზე ადგომას
თუმცა ბოლომდე ვერასოდეს ვერ გავიმართეთ

არც გაგვიმართლა...
მართლა არსებობს ალბათ რაღაცა
ბედი თუ-არა
ბედის მსგავსი იქნება რამე
თორემ ჩვენ ხუთს განა რა ღმერთი გაგვიწყრებოდა
განა ასეთი მამაზეციერს რა დავუშავეთ?

ხუთი სარკმელი-ხუთი ხედი
ხუთივე მახსოვს 
და ხან მგონია დილით თვალებს როცა გავახელ
ისევ სარკმელთან მოუხელთებლად მივიდგამ სკამს და
ეზოს, აწ უკვე გაფერმკრთალებულს, 
თვალს შევავლებ.

ღამე ოხერია, არ მასვენებს და სულ მახსენებს
რომ მეხუთედი მეც მიმიძღვის ტანჯვაში წვლილი
არ შეიცვლება არაფერი და სულერთია
მე იმ ქუჩაზე თუ აღარ ვივლი 

ხუთი ოთახი, ხუთნი ვიყავით ჩვენც
რა გულმა გამიძლო
რომ აქამდე არ შევიშალე...

მარიამ ქადარია (კესანე)-2026 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ninorino20 საათის წინ

me agar miyvars xutiani magram es leqsi ukargesia

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი