მეტრო
მეტროში ჩავდივართ და როგორც ყველა ესკალატორზე ვეძებთ გასართობს. ამავალ ხალხს და სწრაფი კვების რეკლამებს ვათვალიერებთ. გვახსოვს, რომ ყველაზე ღრმა სადგური რუსთაველია, მაგრამ რატომღაც ჩვენ გაგვეწელა გზა. ვცდილობთ ერთმანეთს თვალი ავარიდოთ, მერე გავერიდოთ, თორემ... ღმერთმა დაიფაროს, რამე სავალალო ჩვენ ორ შორის რომ მოხდეს . რით ვერ მივეჩვიე? როცა შენ-მარჯვნივ მე მარცხნი უნდა ვიყურო როგორმე გაკოცო და მარჯვენა-მარცხენის არცოდნა გავიხმაურო. ვაგონში შევდივართ და როგორც ყოველთვის, სადღაც კუთხეში დგები. მე ვიმიზეზებ მოხუც ქალებს და შენთან ახლოს ვრჩები. ნეტავ დააგრძელონ გზა ნეტავ არ გაჩერდეს მალე უნდა ჩავიდე...აფერუმ მე! ნატვრა ამჯერადაც ვმალე. გირეკავ: ,,იქნებ რუსთაველზე შევმხვდარიყავით ხვალე,, მარიამ ქადარია (კესანე) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
Kargia!