ობსესია


მერამდენე დღე მიდის?
თარიღებში დავიკარგე-მეშინია...
ვერაფრით ვერ დაგივიწყე-ობსესია.
დამჭირდება ფსიქოლოგთან ერთი-ორი სესია.
რა ვქნა, ბევრჯერ ვილოცე-ვერ მიშველა მესიამ,
არ ყოფილა მთლად ჩემთვის წირვა და ეკლესია.
სულ ერთია-გამკიცხონ
აქ ხომ ყველგან გესლია
სიცოცხლეც რომ აჩუქო
მაინც ტალახს გესვრიან.
ასე ხდება ყოველთვის
ალბათ ესეც წესია
დროა წასვლის, როცა
აღარსაით გელიან.
მერამდენე დღე მიდის?
ან რისი მეშინია?
რაც არ უნდა დამმართონ
მეტს მე რაღას შემშლიან..

მარიამ ქადარია (კესანე) 2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
ninorino1 თვის წინ

Bravo👏👏👏👏👏👏

დიდი ხანია მსგავსი რამ არ წაიკითხავს, ყოჩაღ მარიამ~♡♡♡♡

გააგრძელე ძიება,გაერკვიე რა გინდა ანუ გაიხსენე რისთვის მოხვედი.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი