♡ამბორი აპრილს♡
გარეთ აპრილი რაღაცას დარდობს, იქნებ, მაისი ღაღადებს ამ დროს, აპრილი ამას მაინც არ ამბობს, ახლოა მაისი, ის ცხადყოფს ამბორს. აპრილს ამბორი სულაც არ აწყობს. იქნებ პირიქით, ამბორზე დარდობს?! დარდებს ხომ ყველას ვეღარ გაანდობს. ჰოდა, გავუგოთ აპრილსაც ამ დროს, მის სათქმელს იგი ცრემლებით ამბობს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი