Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_j1a9ci2pkblmgj5i3cdau60ubm, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ბარბარეს🪽 - მარიამ კიკალიშვილი | პოეზია

ბარბარეს🪽


რაღაცა მინდა დავწერო შენზე
შენზე მზის სხივის თეთრო ქარაგმა,
შენ  გაიყოლე მთელი სილაღე
ცეკვით გაფრენა რატომ გეწადა?!

ცას მერცხალივით შეეხე თითქოს,
მზის სხივი სახეს გიელვარებდა
შენ მიდიოდი იმ ქუჩის იქით 
სადაც ტირილი დუმილს არღვევდა

სიცოცხლის სხივი ყველგან დაანთე
სამყაროს მისწვდა შენი მშვენება
სად მიდის ,ანდა საიდან მოდის
ზმანებაა თუ მე მეჩვენება...

სამყარომ თითქოს ფერი დაკარგა
ფერი მნათობის ,სიკეთის ფერი
ასე დასრულდა მაგრამ გრძელდება
ცხოვრება შენ რომ ,შენით შექმენი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი