ვდგავარ შენს წინ მე დედიშობილა


აი, ვდგავარ შენს წინ მე დედიშობოლა
შენ მზერა გიცივს, ღმერთო რა ძნელი ყოფილა…
დაუდნობელი ყინულივით თვალთ მოგთოვლია
და ცეცხლი შენი გამაქრობელი, წინ ფერხთით მოგდგომია…

სული მეწვის მე, გულთ მიცემს გლეჯვით,
საზიზღარ გრძნობით ტანთ შიში დამდის,
ჩემ წინ მდგომსაც კი ლანდი გაგდის
მეცლები ხელიდან, ეს დრო კი გადის…

როგორ ვიმყოფო ზეწარი ერთი?!
სახეს ვიფარავ თხელ ნაჭრით თეთრით
შენ აქ აღარ ხარ, არ მყავხარ გვერდით,
ხსნად არვინ მოსჩანს, ტანს ვიკბენ გვემით…

რად დაგიტირო, ხომ ცოცხალი ხარ, სადღაც ხარ მხოლოდ…
ერთად მოვედით და ერთად წავალთ, ვფიქრობდი, ბოლოს…
რად დამასწარი?! ხელები ჩემი შენს სახეს ობლობს…
ნეტავ თუ იცი, რომ ჩემი გული აწ და მარადის შენს სახელს გლოვობს…

სარკეს გავყურებ შენ კი არ ჩანხარ,
ვერ ვგუობ ჩრდილად აქ რომ არ დგახარ…
სიზმრებში გეძებ მითხარ სადა ხარ,
არ მსურს ვიჯერო, რომ აღარ მყავხარ!..

რად გამიმეტე ამ მწარე გზისთვის?!
რად ამაკვნესე ვით ვიოლინო, 
რატომ დამტოვე მიწაზე სხვისთვის
თითქოს ცხოვრება აქ იოლ იყოს…

უშენოდ ცრემლი კანზე მაშრება,
ზეწარი თეთრი სახეზე მრჩება…
ვგრძნობ ყველაფერი სადღაც გაქრება,
თვალებიც ჩემი მალე ჩაქვრება…

ვერ გიმღერ, მე ხმა დავკარგე მარად…
მხოლოდ გიცქერ შორს ცაში ვარსკვლავად,
სიზმართ მესახე მზეზე კაშკაშად
მითხარ - მიგულე ხმალო ქარქაშად…

აი,კვლავ ვდგავარ სარკის წინ მარტოდ,
თვალცრემლიანი შენს სუნთქვას ვნატრობ…
კვლავ წარმოგიდგენ მკერდით რომ მათბობ…
ახლა ფიქრთ მყავხარ და აღარ დაგთმობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი