რა ძალით გიყურებ თვლებში ასე
რა ძალით გიყურებ თვალებში ასე?! შენს შავ უძირო სულში ვიჭრები, მუცელში თითქოს მიფრენს პეპელა თვალთ ბადეს გიგავს,მიტომ გიფრთხები… ვშიშობ თავი რომ არ შეგაზიზღო, ჩემი უსაზღვრო გრძნობის განდობით, ვკვდები ტკივილით, გულს ვიჭერ მუჭით, დავღალე ცეცხლი სანთლის დადნობით… მე სიტყვის მალვა სულს მინადგურებს! სისხლაც მიდედებს შენი სუნთქვის ხმა, ვყვირი ჩუმად და ვტირი უცრემლოდ, მაგრამ არ უჩანს ხეს რტოს გამოსხმა… ვრჩები ნაჭუჭში სამარადჟამოდ… არადა ვიცი,ვარ ბობოქარი… ერთი წამით გთხოვ ხელი ჩამჭიდე და შენი მხრებით წელთ მომეკარი… გიყურებ კვლავაც და ვერ ვიჯერებ რა უსაზღვროა შენი ფიქრები… ნისლში დაკარგულ მთასავით ვდგავარ ჰაერზე მეტად სუნთქვად მჭირდები შორიდან გიცქერ ვერ გეკარები თუ შენთან მოვალ ვიცი გაქრები, დასნეულდება მაშინ ეს გრძნობა და სანთელივით მარად ჩავქრები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი