დალიე ცრემლი რად გინდა ღვინო
დალიე ცრემლი, რად გინდა ღვინო ღვარე მელანი, მოგიტანს სიტკბოს დაწვი ფურცელი ხელებს გაგითბობს და მისი ალი სულსაც შეგიმკობს. ტანჯვას არ აჰყვე,ნუ სტირი ამდენს! შენი დარდები მე ლანდად დამდევს, მუჭად ქცეული გული დაგათრევს, თითქოს დაგსაჯეს და ჯაჭვი გაცვეს… რატომ კი მაგრამ?! რას ჩადი ასეთს მე ხომ ერთს გიცნობ და არა ამდენს, ჟანგის გვირგვინი შენ თავზე დაგდგეს, და ცრემლი შენი სულ ძალით გასვეს. რატომ კი მაგრამ?! რა ჰქმენი განა მწადს დავასრულო მე შენი ტანჯვა! დამდუღვრელ თვალებს ვერ ვუცქერ მარად, შენს სულს შევიცნობ გპირდები ამას! წამწამთ მობეზრდათ ცრემლის ლოდინი, ვით ტეხილ ლერწამს ისე მოგივლი, დაე შემრაცხონ კაცთა გმობილი, ვიყო შმაგი კვლავ პირველ ყოფილი! დალიე ცრემლი, რად გინდა ღვინო, დაითვრ ისე რომ ვერ გისმინო, გულისა შენი ხმა რომ ითვისო, სულს ენდე მუდამ ფერის ბინდისო. შეიმკე სული თვით ცეცლის ალით, გააფერადე თვალ შენი მალვით, დაგიწერ სამშვენს ამ ჩემი კალმით, დამისხით ღვინო და ცრემლად მასვით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი