ამოძახილი ბნელ სარკოფაგიდან


ამოუხსნელად ნატიფია შენი ყოველი ნაკვთი…
უფსკრულში გადაგჩხს თითქოს,მაგრამ საამოდ…
ჩამიწებულიც წამოვდგები მე ნახშირის ორმოდან
ხელმა შენმა კი, მე რომ გამწირა, ნაზად დავიდებ გულზედ მალამოდ.

ოქროსფერ სითხე მდის იარებიდან…
სისხლი კი არა, ეს სინანულია…
ყველა წვეთი რომ მაქცევს ტკივილად,
ტანჯვაა ეს თუ სიყვარულია?! 

დავეხეტები უფსკრულის ლანდად და აქ ვპოულობ გადაკარგულებს
რამდენი ტრფობა გაგიფლანგავს და
არაფრად აგდებ შენ მტკივან გულებს…

სიცოცხლე რაა თუ შენ არ მყავხარ გვერდს არ მიმშვენებ,
არავინ არ მსურს მე შენს გარდა- ყველა გააქრეთ,
უშინაარსო ხალხით ვმძიმდები ესარის ჩემი უბედურება,
თვალები მხოლოდ შენ გიციმციბებს,
არავინ მსგავსი არ მეგულება.

მიწას ხელით ვსრეს და პირში ვიყრი,
ქარი დამათრევს ცას ვეხეთქები,
ოქროსფრად მაწვიმს და სევდა მმარხავს…
ვგრძნობ რომ სნეული, მძიმედ ავად ვარ…

განთხმული ვგდივარ ბნელ სარკოფაგში,
აქ სუფევს ჩემთვის მშვიდი გარემო
შენი ხელითვე რომ მომისროლე
ვცადე, თან ბევრჯერ შენი გამეგო…

ვკაწრავ ხის კედლებს და ვფიქრობ შენზე,
რად უკუაგდე ჩემი ვედრება…
მე ხომ ათასში ამოგირჩიე
შენ,სანუკვარო ვინ შეგედრება?!

თუ ლამაზ სხეულში ლამაზ სულია,
რად გამაჩინა ზენამ მახინჯად?!
ამიტომ მტანჯავ და მზერით მფერფლავ,
არ მიგაჩნივარ შენთვის ვარგისად…

ცრემლი მდის სისხლად, ამიტომ ვკვნესი
ვინღა შესჩივის მტკივან იარებს?!
ტყავს დავფლეთ უხმოდ საკუთარ ტანის,
მიზეზსა იმის რაც მატიალებს.

ათივე ფრჩხილით დავკორტნი სახეს,
არ გავჩერდები ვიდრე სულთ მიდგას
ენას ამოვგლეჯ, ნახშირში ვაგდებ
მეტჯერ სიტყვა რომ აღარ გითხრას…

მე უკვე სხვა ვარ, დავკარგე თავი!
არვიცი ამის რადა ვარ მქმნელი
და მაინც მე თუ სხვა გავხდი მარად
ცისკენ აბყრილი ხელით კვლავ გელი…

სიჩუმით მხოლოდ გალობად გხედავ,
ეს არის ჩემი ამოძახილი
ვგრძნობ როგორ ნელა,პირდაპირ სულში
ჩამეც ნაკერჩხილ მწველი მახვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი