სიყვარულის გზაჯვარედინზე
ბევრი ლექსი დაწერილა სიყვარულზე და მის ეშხზე ცისფერ თვალზე ზღვას რომ მიჰგავს, და ღამისფერ წამწაებზე. მომნუსხველზე, ალისფერზე თავად გრძნობა დამდაგველზე განა ვინმეს უთქვამს სიტყვა, წრფელ განცდაზე ნათლად თვისზე?! როგორ გიპყრობს და გაშინებს მისი ქონა და განცხრომა, როგორ გითრევს და გაბრკოლებს ცხოვრების ეს ბრმა გამოცდა, გზაჯვარედინს მდგომი სული გაურკვევლად რომ დამუნჯდა, სევდიანი ჩუმი მტკვარი კიდევ ერთ დღეს გადაურჩა… იქნებ მანაც არ იცოდა თავის დროზე არაფერი, იქნებ არვინ დაუნახავს მოაჯირთან მომტირალი… იქნებ წვეთიც კი არ ღვრილა ცრემლის მწველის მდინარეში, ხმაც არვისი გაუგია გაგიჟებით მომცინარი… მტკვარს რა ვკითხოთ უტვია და ასეც უნდა იყოს, მან რომ სიტყვა მაინც გვითრას სიკვდილს რაღა გვიჯობს?! გრძნობას ვერვინ გვასწავლის და გზაზეც ვერვინ გვიხმობს, ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ რომელ მხარეს ვიყოთ. ჩემი გრძნობა ისეთია მთელ სამყაროს წვდება! სონეტივით მიჟღერდება სუნთქვის ყველა ბგერა, დაე იჯდეს როიალთან ვისიც მსურდა ცქერა, და დაუკრას მელოდიის სრული აღმაფრენა!.. გამაქანოს კლდეებს შორის მომატაროს მთები, გამიშალოს ცეცხლისფერი წნილი ჩემი თმები, გამაგონოს ღრუბლებს შორის ფრინველების ხმები, და ვარსკვლავთა საიდუმლო ვნახო მე ფერები. დამაჯეროს რომ არსებობს ეს ნამდვილი გრძნობა და მაჩვენოს როგორია სულის გაცოცხლება, არსებობა რომ კმარობდეს მრუდე ქვაც არსებობს, იქნებ ოდეს მანაც იგრძნო და ახლა კი გლოვობს… ქვასაც ჰყავდა მუსიკოსი და იწყენდა ფრენით, ალბათ მასაც ეკვრებოდა სუნთქვა ათასფერი, ალბათ მასაც ისე სურდა მუსიკოსის ფლობა, რომ მარადჟამს გაუცივდა ის დიადი გრძნობა… და თუ მკითხავთ კვლავაც წრფელზე დაუშრეტელ წამზე, გეტყვით ახლაც ვდგავარ ისევ ჯვარედინის გზაზე, ერთს კი გეტყვით ამ ტკივილის დაუდგენელ ფასზე- სიყვარული მარად ცოცხლობს ჩვენ კი არა ვიცით მასზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი