გვირილების ველზე
ხმაურიან ქუჩას გავცდი იმედნარევ მსუბუც სევდით, ოცნებაში დაკარგული შენი ლაღი ხმის მოსმენით, ლამპიონიც უკვე ჩაქვრა, დაიქანცა ჩემი ცქერით, ჩუმად ყურში ჩამჩურჩულა საიდუმლო ქარმა სტვენით. მაგ შენს თვალებს მაისის თვის თაფლიც კი ვერ შეედრება, მზე რომ კრთება და დაგნათის ისიც უმალ ნაცრისფრდება, როგორ გშვენის ეგ სიცილი სახე როცა გებადრება, შენი ხილვით ვარსკვლავიც კი მორცხვად ღრუბელს ეფარება… მელანდება, სიზმრებში რომ მინდორში ვართ გვირილებთან… ველზე ვგორავთ და ხმას ვუსმენთ მიწა როგორ ღიღინდება, თითქოს ვფრენდით ღრუბლებში და ვსეირნობდით ბილიკებად, მეღვიძება უცებ, მაშინ ყველაფერი ირინდება… შენი ხმაა რომ ჩამესმის ხავერდოვან ბგერის ნოტი, სევდით ისევ მივაბიჯებ ამ გაყინულ კაცთა დროში, ქარმა სიტყვაც არ მაჩუქა, მხოლოდ მითხრა ლოდინს მორჩი… გვირილების ველზე გნატრობ, გელოდები, გთხოვ, გამოჩნდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი