მშობლად ვიგულე მე სიმარტოვე


მშობლად ვიგულე მე სიმარტოვე…
არაფრად მიღირს მე სხვისი კალთა,
ტკივილნარევი ცხარე ცრემლები
კვლავაც სახეზე თუკი შემაშრა.

სხეულზე სისხლი ვერ გამაკვირვებს…
დასერილი ვარ ბინძურ სიტყვებით
გთხოვთ იარებო თუ არ შემცირდით,
მეტად მტანჯველად ნუ გაიზრდებით.

რად მომავლინა ამ მიწას ზენამ,
რისთვის გამწირა სამყარომ უტყვად,
მიმაგდო ნადირთ დაგეშილ ხროვას,
თითქოს მიმყოფონ მათ მცირე ლუკმად…

სახე ვიცვალე მრავალფერადი…
ვერ ვკმარობ სასრულ მყიფე სიცოცხლეს…
იქნებ ბევრი ვარ ამ ერთ სხეულში,
მძაგს მონური გზა მე რომ მიბოძეს.

ღამე ეული ფიქრებთან ვრჩები
ანდაც სხვაგვარად როგორ ვიქნები…
ამ ქვეყნად მარტოდ მოვედი ვგონებ
და აქედანაც ასე გავქრები…

მეგობრად ვიცან მე სიმარტოვე…
არაფრად მიღირს მე სხვისი კალთა,
მონო სიცოცხლეს თუ ასე გავლევ
აქ დაეშვება წითელი ფარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი