იქნებ მაშინ


როცა ბრუტუსი სისხლისფერ ხელში დაფთნით შეხედავს თავის მონასპობს,
 
ოიდიპოსი ბედს შეცვლის თვისას დედისგან შვილებს ოდეს არა შობს,

როცა ვენერა ტანთ შეიმოსავს ძაძებს შავის ფერ შალით მონაქსოვს,

როცა შექსპირი დაფლეთს ნაწერებს ნანახს, გაგონილს და სხვის მონათხრობს, 

კატის ფერებით რომ დაიღლება და მეთოთხმეტე საბას მოიხმობს,

როს პაგანინი ხემის სანაცვლოდ სამ ვერცხლის ლირას ჩოქვით მოითხოვს,

ფრიდა გაივლის ანდაც რომ ირბენს ეტლის გარეშე და საწოლს დათმობს,

როცა გალას წინ გისოსი ხვდება სიცოცხლე მან რომ თვისი განაგრძოს,

მეფისტოფელი ცოდვას გაუმხელს პატიებას სთხოვს თავად მონაზონს,

და მაშინ როცა იფრენს პეპელა წლობით ისე რომ სული არ აფრთხოს,

თეთრი ყორანი დაღლილი ტანჯვით შავ ბუმბულს კორტვნით როს ამოიძრობს,

როცა ბულბული ჩხავილს დაიწყებს და სვავი ყველას გალობით იხმობს,

მაშინ, უკუსვლით საათი დათვლის,
არ გვაპატიებს წარსულ ჟამს განვლილს,
გავხარჯეთ ერთი ცხოვრება ღვარძლით,
ვერ გადავლახავთ ხელახლა მანძილს-

დარდით, 
ფენილ ქვებს ვაბიჯებთ კრძალვით,
დავეხეტებით ცოდვების მალვით,
ვის დავდოთ ხელი ჩვენივე ბრალით?!
ან ვის ველანდოთ კოშმარში ღამით…

ბაწარზე მობმულ საკუთარ გვამით
ვცხოვრობთ,ვარსებობს სრული სიბრმავით,
ქვეყნად ულევი კაცის სიყალბით,
თვალს ვილამაზებთ სარკმევლის კვამლით…

და იქნებ, მაშინ ეშველოს ჩვენს ერს
როცა მედეა დაინდობს შვილს ერთს,
როცა მტკვარიც კვლავ ხმას ამოიღებს
და როცა ბრბო მეტს აღარ მოითმენს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი