კაცის ბედი
ხალხს მოუხმეთ, კაცი ობლად კვდება ორმოში… თოკი ცხრაჯერ ჩამოქაჩეს მთაზე სამრეკვლოში… ქვრივი ქალი ქვის ქვეშ ისევ კივის გომორში, იღიმის და ისე კვდება კაცი ორმოში… ჩქარა! ვინმემ რამე ჰქმენით რას დამუნჯდით ყველა! მზე დაგნათით აქ და გილხინთ, ორმოში კი ბნელა! ნუთუ მართლა არვის გესმით იმ ობოლის კვნესა?! ნუთუ ასე სწრაფად გეხშოთ ერთდროულად სმენა… სად მიდიხართ!ხალხო აქეთ! აქ ხომ კაცი კვდება?! რად არ გიჭირთ სხვის თვალებში ურცხვად კვლავ ჩახედვა?! შემხედვარე თქვენი სახის იმედიც კი ქრება… დაიცადეთ, ოდესღაც ხომ თქვენი დროც დადგება! გარდაცვლილი ორმოს ფსკერზე ჩუმად ისე მოკვდა, მისი მზერა არვის ხელს და შველას არ ითხოვდა… ის უბრალოდ ზურგზე იწვა და ცხოვრებას თმობდა, ნანატრ შვებას მიაგნო და მშვიდად გამოგვთხოვდა… არვის უხმოთ, ალბათ ყოფა მასაც ასე სურდა… როგორ არვის ენატრება მისი ჩუმი სუნთქვა… თეთრი ყვავნი იქნებიან მის ქელეხში გუნდად, ასე იყო და იქნება კაცის ბედი მუდამ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი