ვერაგი დრო


მე ძლიერ მტკივა ის გასვენება,
სადაც მე თვითონ ვარ გარდაცვლილი…
ზემოდან ვუცქერ საკუთარ ფერმკრთალ
უმწეო სახეს კვლავ რომ იღიმის.

საით გაფრინდა დრო დაუბმელი?
ლაჩარი წუთი მხოლოდ წინ იღრწვის,
უკან მოხედვას არც კი აპირებს,
არ დარდობს ხალხზე რომელიც იბრძვის…

ჩვენი მშობელი, დამბადებელი,
განა დედაა ძლიერ რომ გვიყვარს,
დრომ მოიყვიყვანა იგიც აწმყოში
და მანამ გვიცდის ვიდრე სულთ გვიდგა.

გვბადებს,თვალს გვიხელს, შემდეგ კი გვივშვებს,
გზა რომ ცხოვრების სწორად გაკვალოთ,
ბოლოს გვიბრუნებს და იქ მივყავხართ,
სადაც ვერ შევძლებთ თავი დავმალოთ…

მივყავხართ იმ მრუდე-მართულ- კუთხეში,
სადაც აქამდეც ბევრი წასულა,
უკან მომბრუნი არვის უნახავს, 
მათი ცხოვრება როცა დასრულდა…

დრო კვლავ წინ მიდის ფრაგადაშლილი,
სამიზნედ იღო ჩემი ცხოვრება,
თუ ახლა ჩავთვლი ჩემ თავს ფერცვლილად,
იგი ვერასდროს ვეღარ ცხონდება…

არ მსურს ვუცქერდე მომღიმარ სახეს,
მტირალთ ველოდი გასვენებაში…
მიტირეთ ყველამ და შემიცოდეთ,
ოდეს მიხილოთ დატყვევებაში.

ფრენა მწადია ამისთვის გავჩნდი,
დრომ ხომ ჯერ ახლა თვალთ ამიხილა,
წინ დიდი გზა მაქვს გადასავლელი
მაგრამ სად მივალ, ვერ გამიგია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი