ენი


ქვეყანას არაფერი ისე არ ალამაზებს,როგორც მშვენიერი ქალი,რომელიც ატმის რტოსავით ახალისებს გარემოს.და აი,25 მარტს,როდესაც გაზაფხულის ნაზი სიო  გვეალერსება,ქვეყანას მოევლინა კიდევ ერთი მშვენიერება.იმ წელს სხვა არაფერი შემატებია მსოფლიოს წარმტაც სილამაზეს...დაიბადა ენი.თავიდანვე მისი სახიდან გამოსჭვივოდა უდიდესი სილამაზე,თითქოს თვალები   მისი სპეტაკი სულის გამოძახილს წარმოადგენდა.თუმცა ხშირად ბედისწერა წირავს საკუთარ პირმშოსა და ღრმა უფსკრულისაკენ მიაქანებს.ერთი სიტყვით,მან ადრიდანვე დაჰკარგა მშობლები,ამიტომ ბავშვთა თავშესაფარში მიაბარეს,სადაც მიიღო განათლება.განსაკუთრებით შეიყვარა პოეზია.ხშირად კითხულობდა ქართველი მგოსნების შემოქმედებას-ფაქტობრივად   ეს იქცა მის ცხოვრებისეულ ღირებულებად.                                                                                                                                                                    
   გავიდა დრო.ენიც გაიზარდა და სრულიად მარტო შეუდგა ცხოვრებას,სადაც საზოგადოება ყოველ ძალასა და ღონეს ხარჯავს იმისათვის,რომ ძირს დაგანარცხოს.არც ამჯერად გაუმართლა მის მშვენიერ ბუნებას.2ჯერ სცადა შეექმნა ოჯახი,თუმცა ორივეჯერ უმუხთლა ბედმა.დარჩა კვლავ მარტო და ერთადერთი საზრუნავი,რაც გააჩნდა იყო ეარსება ყველასაგან მიტოვებულს,მარტო,ცხოვრებისგან გაწირულს,თუმცა, როგორც ყველას, მასაც გააჩნდა საკუთარი ბედნიერება.იგი არასოდეს ჰკარგავდა იმედს,მიუხედავად იმისა,რომ მის თავზე გაიარა ტანჯვა-მწუხარების ულმობელმა ქარავანმა,რომელმაც შექმნა იგი ქედუხრელ,ძლიერ და მამაც ქალად.ყოველივეს შემდეგ იშვიათად ესაუბრებოდა ადამიანებს.ის მუდამ იდუმალების შარავანდედით იყო მოსილი და ყველანი,გარეუბანში მდგარი პატარა სახლის მცხოვრებნი,ადამიანები,რომლებიც საკუთარ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილნი,მუდამ ცნობისმოყვარებოით უყურებდნენ მის მშვენებას.ასე გადიოდა წლები,იცვლებოდა დრო,თუმცა იგი ისევ ინარჩუნებდა ძველ მიმზიდველობას,თეთრ,წვრილ,მუდამ დანაღვლიანებულ პირი-სახეს,თითქოს ღმერთი გვესაუბრებოდა მისი სახით.
                                            ***
  დეკემრის ცივი ღამეა .ლამპიონების შუქზე ელვარებს ფანტელთა რიგი.გარეთ ერთადერთი ძაღლის ყეფის ხმა ისმის ,რომელსაც ეხმიანება მომავალი მგზავრის ნაბიჯები.მოდის ენი გაუკვალავ თოვლში და თან მელოდიას მიჰყვება მისი სიტყვების ნაკადი:           
 ,,მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის,                              
  ქალწულებივით ხიდიდან ფენა...".   ყოველი სიტყვის წარმოთქმისას გრძნობს უდიდეს სიამოვნებას და ხვდება,რომ კათარზისს განიცდის მისი სპეტაკი სულიერება.ასე,პოეზიაში გართულმა,შეაბიჯა სახლში,იქვე დატოვა პალტო და ფეხსაცმელები და ოთახისაკენ გაეშურა.საოცარი სანახავი იყო ყოველივე:აქ იყო ვეება ჭრელი ნახატები,ფრანგული ქანდაკება და წიგნები-ამდენ ლამაზ წიგნს ერთად იშვიათად თუ  ნახავთ.ენი პირდაპირ საწოლისაკენ გაემართა,რადგან ძლიერ დაღლილობას გრძნობდა.მიწოლილი დიდხანს უცქერდა  ფანჯარაში მოელვარე ფანტელებს და შიგადაშიგ გაისმოდა მისი საამო ბგერათა ჰარმონია:,, როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, 
                                  როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!".
ამ განცხრომაში ჩაეძინა.მისი სახე კი ძილშიაც დაეფარა მარგალიტისებრ ცრემლებს,თუმცა ყოველივე ისე ამშვენებდა, როგორც მინდვრის ყვავილს თრთვილი. ეს გახლდათ სპეტაკი ქალის სახე,რომელიც იყო გადაშლილი წიგნი ადამიანის სულიერებისა და გონების ფსიქოლოგიისა.არ აქვს მნიშნელობა ვინ ხარ,საიდან მოდიხარ,ამ გადაშლილ წიგნზე იპოვი რაღაცას შენსას...სხვისას,ისეთს რაც დაგაფიქრებს,გაგრძნობინებს,აგაღელვებს და,ალბათ,ვერ შეგცვლის,მაგრამ შენს გულის სიღრმემდეც მიაღწევს...
  მარიამ ლაბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი