ჩემს ფერად კაბას


***
მე ალბათ ვერასოდეს გავიგებ, როგორ მიართვი იმ გოგოს ის ყვავილები მე რომ ძალიან მიყვარდა.  

ვერც შენ ვერასდროს გაიგებ,  მე რომ ახლა მიყვარს, იმ ბიჭმა როგორ მომართვა  წითელი ვარდების თაიგული ყვითელგულა გვირილებისა და თეთრი ტიტების ნაცვლად. 

მას ასე სჯერა რომ მე ვარდები მიყვარს, მეც ვიღიმი და გულში სადღაც ბედნიერიც კი ვარ… მას ჩემი ღიმილი აბედნიერებს…
 
შენ ოდნავ შეცვლილი, მიაბიჯებ ქუჩის ტროტუარს, ნაცნობი შავი ჰუდით და ნაცნობი ნიკოტინის სუნით იჟღინთები. ირგვლივ ვერავის ხედავ და არც არაფერი გესმის. 

მე, ვარდებით ხელში მოვაბიჯებ ღიმილიანი სახითა და ყვავილებიანი კაბით. ირგვლივ ყველაფერს ვხედავ მაგრამ არაფერი მესმის… 

შენ-ისევ იმავე სუნამოს ხმარობ.
 მე - შენი საყვარელი  ჩემი სუნამო გადამიყვარდა. 

შენ -ისევ ნაცნობი სუნი გაქვს,
მე- შენთვის  უცნობი. 

მე, თვალები შემრჩა იგივე, ცოტა სევდანარევისფერი. 
შენ თვალის ფერი დაგაქვს იგივე  და მასში  ქარვისფერი, ჩემი საყვარელი, ელემენტები დაგთამაშებენ. 

მე ღიმილი შემრჩა იგივე, 
შენ შენი ღიმილიც მიგივიწყებია. 

მე გვერდით ჩემი ,,საყვარელი” ვარდების თაიგული მომყვება, 
შენ კი ადამიანი, ჩემი საყვარელი თეთრი ტიტების თაიგულით. 

შენ გარეგნობა შეგრჩა იგივე, 
მე გარეგნობა გამოვიცვალე, 

შენ ისევ შავი, ნიკოტინი და ისევ შავი,
ჩვევა იგივე, ხასიათი რატომღაც რთული, 

მე ისევ თეთრი, ფერადი და ისევ ფერადი, 
ჩვევა სულ სხვაა,  ხასიათიც რატომღაც ლაღი. 

შენ იცი, ჩემი საყვარელი ყვავილი მაგრამ, არიცი როგორ უერთგულო ჩემს ფერად კაბას. 

მე ქუჩის აქეთ, მასთან ერთად ვარდებით ხელში, 
შენ ქუჩის იქიით, მასთან ერთად 
ტიტებით ხელში.  

ოთხივე ერთად მივიჩქარით, ტაძრის კედლებთან, 
ჯვარსაც დავიწერთ, და გავყვებით ჩვენ ჩვენს გოლგოთას. 

შენ იცი, ჩემი თვალის ზუსტი ფერი, მან კი ისე რა… 
მე ვიცი შენი სევდის ფერი, მან კი ალბათ არც არა… 

შენ, შენი გოლგოთა, სხვა ქალთან ერთად უნდა იარო, 
მე ჩემს გოლგოთას მივუყვები, რაღა აზრი აქვს. 

გინდ თვალის ფერი ვიცოდეთ და გინდა ყვავილის სიყვარული გავითავისოდ… ახლა ის მჩუქნის მის საყვარელ ვარდის თაიგულს,
შენკი მას ჩუქნი ჩემს საყვარელ მინდვრის ყვავილებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი