მოდი ერთმანეთი შევიყვაროთ


***
შემოდგომის ცივი დღეები რომ დაიწყება შენ ხშირად ნახავ  ჭირვეულ და ფრთებჩამოყრილ გოგოს სახლის ცივ კედლებში.

ზოგჯერ ასეც ხდება, მე იმდენად ჭირვეული ვარ ხშირად გიწევს შენი და ჩემი ხასიათი ერთდროულად გამოასწორო, მაგრამ ამის მიუხედავად შენ დაუღალავად ზიხარ შუქჩამქრალ, ბნელ, ოთახში და მისმენ, როგორ ვბუზღუნებ ან როგორ ვტირი. 

შენ იმასაც ზედმეტად მშვიდად ისმენ, როგორ ვინგრევი და მერე არაამქვეყნიური სიმშვიდით იწყებ თავიდან ჩემს აშენებას. 

შენ გიყვარს როცა ვიღიმი და ამით ბედნიერი ხარ, მეკი ზოგჯერ მხოლოდ იმიტომ ვიღიმი რომ მიყვარს როცა შენ თვალებში ბედნიერებას ვხედავ. 

მე ჩემი ჭირვეული ხასიათით და შენ შენი ზედმეტად მშვიდი ჩვევებით ვიწყებთ და ჯერ ვანგრევთ მერე კი ვაშენებთ ერთმანეთს. 

ამ აშენებით უფროდაუფრო ვიზრდებით და ალბათ მალე ცისტოლები გავხდებით იმდენად მაღლები, რომ ვნახავთ, საიდან იწყება ზამთარში თოვა. 

ზამთრის ყინვების დროს, ჩემი ჭირვეული ხასიათიც კი ზედმეტად ჭირვეულდება, შენი სიმშვიდე კი ამ ხასიათს თბილ ქურთუკს ახურებს და ზამთრის დღეები ასე ნელ-ნელა გაგვყავს. 

მერე გაზაფხული მოდის და სიმართლე რომ გითხრა, არვიცი რომელი რომელს ვებღაუჭებით, არც ის ვიცი ვისი ხასიათი ვისას ავსებს, მაგრამ ორივე ერთად ფერად  ზღაპარს ჰქმნის. 

შენ ზედმეტად კარგად იცი, როგორ უნდა უერთგულო, იმ ჭირვეული გოგოს ხასიათებისფერ , იმ ფერად კაბას, ზაფხულის ცხელ დღეებში, რომ ჩაიცვამს ხოლმე. 

ბოლოს ისევ შემოდგომა მოდის, მაგრამ ხეებისგან განსხვავებით, მე არც ჩემი ჭირვეული ხასიათი მცვივა და არც შენ, შენი სიმშვიდე. 

შემოდგომის არცთუ ისე თბილ დღესა თუ ღამეს შენ ისევ გიწევს მოისმინო ჩემი სიცილი ან თუნდაც ტირილი და ისევ გიწევს ჩვენი ხასიათის გამოსწორება. 

მერე ისევ გვიანი შემოდგომის დღეები რომ დაიწყება ხოლმე, შენ დაუღალავად დგები კარის გახურვის ნაცვლად კი  ოთახში უბრალოდ სინათლეს აქრობ. მოტეხილ ფრთებს კი ნაწილ-ნაწილ უბრუნებ ადგილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი