დედა


დედა ჩემთვის ის ადამიანი იყო რომელზეც მთელ სამყაროს ვაგებდი, ოღონდ დედა მყოლოდა და მე ყველაფერს შევძლებდი. როდესაც პირველ კლასში მივედი დედამ დიდი ლექსი მასწავლა, იმის შემდეგ მიყვარს ლექსები და სკოლას კი  ჩემმ მიერ წაკითხული ლექსები ... მახსოვს დედა ხელს როგორ მკიდებდა როგორ მივექნებოდით ქუჩის ბოლოში რომ ‘’საქალაქოს’’ არ გაესწრო ჩვენთვის. დედას მუდამ წითელი პომადა და მაღალი ფეხსაცმელები ეცვა კლასიკური შარვალი და პიჯაკი, გვერდით კი პატარა კიკინებიანი გოგო მიყვებოდა, სკოლის დიდი ჩანთით, ხშრად ვეღარ ძალავდა ამ ჩანთას და დედას მიაჩეჩებდა ხოლმე, სკოლის დამთავრებისას არასოდეს გაჩერებულან სასრიალოებზე, სახლში ეჩაქრებოდათ, გზად კი მაღაზიაში უნდა შეევლოთ, მიყვარდა დედასთან ერთად ამ გზის ტკეპნა, მიყვარდა ბავშვობა, ის ბავშვობა სადაც დედა ხელს მკიდებდა და სკოლაშ მივყავდი... მაგრამ გავიზარდე...

მას შემდეგ რაც დედა სხვა ქალაქში გადავიდა მეკი მისი ნახვა მხოლოდ ტელეფონის ეკრანზე შემეძლო ვგრძნობდი, რომ სამყარო თავზე მემხობოდა და მე ნაადრევად ვიზრდებოდი, ვხედავდი რომ ჩემი ბავშვობა ძალიან შორს მიფრინავდა, ახლა ჩემი პატარაობა მენატრება, სადაც დეიდა თმას წვრილ, პატარა ნაწნავებად მიწნიდა, დედა კი, რომელიც ჩემს გასაბედნიერებლად ყოველთვის მუშაობდა, თმას ყოველთვის ერთ პატარა გვერდულ ნაწნავად მიწნიდა ხოლმე, ჩემი ახირება იყო დედა კი ხათრს  არასოდეს მიტეხდა.
   როდესაც დედა საზღვარგარეთ 2 წლით წავიდა  მე 13 წლის ვიყავი.მაშინ მივხვდი, რომ მე სამყარო დიდ განსაცდელს თუ არა არც პატარას არ  მიმზადებდა. შემეშინდა? მეშინოდა, როდესაც მივხვდი რომ დედა ნამდვილად უნდა წასულიყო მეკი უბრალოდ მისი გაშვება და დამშვიდობება მიწევდა. მე უბრალოდ უსულო საგნად ვიქეცი, რომელიც ცრემლებს ვერ მალავდა და ყველას წინაშე დიდ ცრემლებს ყრიდა.
    როგორ იყო დედა? იგივე ნაირად, შეიძლება უარესადაც კი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი