სიყვარული


სიყვარული, ცამდე ამაღლებული გრძნობაა, რომელიც ყველას სხვადასხვანაირად ესმის, მისი განმარტება რომ დავიწყო ძალიან გამეწელება ჩემი სათქმელი, მიყვარდა?
მიყვარდა! დღემდე მიყვარს, გავექეცი მაგრამ სიყვარულს განა გაექცევი? ვერ გაექცევი , უცებ მონატრებისგან მისი ხმა მოგელანდება, ყოველ სიგარეტის სუნზე მისი სუნი გაგახსენდება რომელიც ძარღვებს გაგიყინავს, უმეტეს შემთხვევაში კი შეიძლება სუნთქვაც გაგიხშიროს, დიდხანს იფიქრებ მასზე, ეს ფიქრი შემოგჩემდება სიზმარშიც და იცხოვრებ შენს ტკბილ სიზრებთან ერთად და ოპტიმისტურად დაელოდები დღეს როდესაც ეგ შენი სიზმრები რეალობად იქცევა, თუმცა არის კი შესაძლებელი რომ სიზმარი რელობად იქცეს? კი არის, სიზმარი ისეთია გინდა არ გინდა შენს იდეალურ სამყაროში გაგდებს სადაც ყველაფერი იდეალურადა, იდეალიზმია სხვა არაფერი, მაგრამ ხშირად სიზმარი რელობაც ხდება თუ მას ღრმად ირწმუნებ .
 სიყვარულით დედასაც უყვარდა მამა, მაგრამ მამას უყვარდა თუ არა დედა არ ვიცი...სიყვარული ასეთია გაშორებს იმ ადამიანს ვინც სამყაროზე მეტად გიყვარს , მას გაშორებს ვის გარეშეც ვერ ისუნთქებ, მისი წასვლის შემდეგ დიდი ხანი იჯდები ბნელ ოთახში და საბოლოოდ ფრთებს გაშლი, დანგრეული აღდგები ვით ფოთოლი გაზაფხულზე...
 დედაც დიდი ხანი იჯდა ოთახში და მისთვის ერთადერთი იმედი პატარა დინა იყო, დედა აკეთებდა ყველაფერს იმისთვის რომ მე ბედნიერი ვყოფილყავი, სწორედ ამიტომ არის დედაჩემი ძლიერი ქალი, მან მარტო გამზარდა და მომიყვანა აქამდე, დინა იყო ბედნიერი, რაც დედას ახარებდა, დინას კი ის ახარებდა რომ დედა იღიმოდა, თქვენ არ იცით რალამაზია როცა იღიმის, რალამაზია როცა სამყაროს ეთამაშება და ეჯიუტება, ეჯიუტება იმიტომ რომ იცის, ვინაა სამყარო და ვინ არის ქალი რომელსაც ქვია ‘’დედა’

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი