განა ძალა დაგვეკარგა ქართველებს...
„განა ძალა დაგვეკარგა ქართველებს?! განა სისხლი დაგვეშრიტა გმირის?! ნუ გგონიათ, დაგვამარცხებთ, ოდესმე! ჩვენი სისხლი დღეს ისევე ყივის! არ დავკარგავთ ჩვენ სამშობლოს ღირსებას! და სიწმინდეს არ გადავცვლით ფულში! რას დააკლებთ, საქართველოს შეგნებას?! ჩაიხედეთ ჩვენს მეომარ სულში! ღვთისმშობელი გვფარველობდა ყოველთვის, ახლაც იგი დაგვიდგება გვერდში, ჩვენ არ გავცვლით ამ სიწმინდეს არასგზით! ქრისტეს ლახვარს არ ვაგემებთ ფერდში!“ მარიამ მჭედლიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი