მანიფესტი


მანიფესტი

ძუძუს დვრილიდან გამოწოვილი
ცოტა ბახი და ერნსტ ჰოფმანი.
ატილა ჰუნზე შეყვარებული ქალის
ჰუმორი და მორალი -
ვიცხოვროთ ისე, როგორც ამაყ მეძავს შეშვენის!

ვიმანიფესტოთ, ვიწეროთ შუბლზე,
რომ
ვიშრობთ კანებს ობის ქარებით
თუ საჭიროა,
შეგვიძლია ვილოცოთ მუხლზეც,
გავაპრიალოთ გამომცემლის უშნო თვალები,
შავი „ტუფლები” და გასალაქი პოეზია,
რომელიც ყველას ფეხზე კიდია
და სულ ერთია.

სევდიანად იუწყებიან:
დალეწილი საფლავის ქვიდან
გარდაცვლილებს თბილისის დროზე,  
ლექსის წერისას,
აღენიშნათ - 
გაუწყვეტელი შუბლის ძარღვები და წარწერა, 
რის მიხედვითაც
ვალდებულებად განისაზღვრა - გავაპრიალოთ გამომცემლის „წმინდა” თვალები
და
მერე მოვკვდეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი