ადა ლეთელი

გულწრფელი გამარჯვება მათ, ვინც საკუთარ თავს ეძებს. გამარჯვება — კარგ მკითხველებს და ამ ჯადოსნური სამყაროს დამკვირვებლებს. ადა ლეთელი — ეს არის ჩემი ფსევდონიმი. და რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ნამდვილ სახელსა და გვარს, როცა სულებს სახელები არ აქვთ? ეს ადამიანი, რომელიც ახლა გწერთ, დაიბადა მაშინ, როცა ჩემს სულში სხვა სულმა გაიარა. ამ შეხებამ ჩემში პოეტი გააღვიძა. მან დამიტოვა რაღაც და რაღაც ჩემგანაც წაიღო. მთელი ამ ბოდვიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა სწორედ ესაა — რაღაც. ეს რაღაც ჩემში გარდაიქმნა ფერებად, ემოციებად, წვრილ-წვრილ სიჩუმეებად, სიტყვებად... მაგრამ ჩვენი სხეულები ვერ ეგუებიან იმას, რაც სულის დუმილს არღვევს და ტკივილად გარდაიქმნება. სასიცოცხლოდ მჭირდება, რომ მისმა ნაწილმა ჩემი სულიდან გამოანათოს. მე ადა ვარ — ადამიანი, რომელსაც ხელოვნება, ლიტერატურა და პოეზია მდინარე ლეთედ მოევლინა. შევდივარ მასში — და ვუტოვებ ჩემს მოგონებებს, გრძნობებს, ტკივილებს. რათა განთავისუფლდეს და დამშვიდდეს გრძნობათა სიმძიმით გადაღლილი სხეული. მადლიერებით — სამყაროს ერთი შვილისგან ✨

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი