***
ცას ვარ შეფარებული, ამოსული მიწიდან, როგორც შეყვარებული, მოწყვეტილი გულიდან. ზეცა მათბობს სხივებით, არ მიხდება სიცივე, ლოლოებად მადგება, თვალზე ცრემლის სიდიდე. აღარ მინდობს განგება, არ მაცვია ფერები, ცას ვარ შეფარებული, მივაწვდინე ხელები. არ უხდება ყოველ დღეს პირუკუღმა ადგომა, არ ვარ შეყვარებული! იქნებ ვარ და თან ვბოდავ...?! 2019 წ. ❤
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი