***


***

რამდენი ვწერე გულისტკივილზე,
რანდენი ვწერე ამ ცხოვრებაზე , 
მელნად ვაქციე ფურცლების დასტა,
არ მქონდა საქმე ამორჩევაზე. 
ვწერდი სულზე  და მძიმე სხეულზე,
მუდამ თან მდევდა მელანქოლია ,
გავიდნენ  წლები და ისევე ვწერ,
სევდას სასრული არა ჰქონია. 
კვლავ თვალწინ მიდგას ჩემი ბავშვობა,
თორმეტი წლის ვარ ისევ, მგონია,
ბუტია , ურჩი , მოუსვენარი,
გულჩათხრობილი , ცოტა პრანჭია...
მახსოვს ,პირველად კალმის მოქნევა ,
მახსოვს უგულო,მძიმე დღეები,
ბავშვობის ლაღი უსასრულობა ,
უცბად  გასული გრძელი თვეები. 
მე ახლაც ის ვარ , ვინც წლების წინათ,
არ დამტყობია სახეცვლილება,
უბრალოდ სული თუ გამეყინა,
მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება...
იმაზე უფრო მეტი ვიცხოვრე , 
სათუთი წლები ფრენით გავლიე,
უმისამართოდ შორს გამგზავრების 
და მოგონების წილი დავლიე.
ახლა რა დროა ?! ისევ აპრილი,
კვირტები მოსჩანს დარაბებიდან,
,,მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში,
მოდის ცრემლებად ჩემ თვალებიდან"... 

24.04 .2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი