ანაბელ ლი


/ანაბელ ლი /

( ედგარ ალან პო)

ზღვათა შორის, ზღვათა შორის სამეფოში,
ოჰ,რამდენი გარდასული წლების წინათ,
შენ ცხოვრობდი, ნებივრობდი , ანაბელ ლი ,
თავს სულ გრძნობდი სიყვარულის ქალიშვილად.

მიყვარდი და შენც გიყვარდი, როგორც ბავშვი,
სიყვარული ჩვენ ორს შორის იქცა ხიდად,
მაგრამ ფრთიან სერაფიმებს სამოთხეში,
ამ გრძნობების შური აჩნდათ, თურმე დიდად.

მახსოვს, იყო ყველაფერი დიდი ხნის წინ,
ქარი ქროდა, ღრუბლებს ფრენით ატარებდა,
ის აღმოჩნდა უნდობელი ქარის მსხვერპლი,
ანაბელ ლი  ჟრჟოლავდა და კანკალებდა.

მერე , უცბათ მოგვესივნენ გვაროვნები,
წაიყვანეს, მოაშორეს შორით ჩემგან,
აკლდამების გამოკეტეს სამეფოში,
ანაბელ ლი, მშვენიერი, სამოთხედან.

დაგვაშორეს,მაგრამ მაინც ვერ წამართვეს,
მას მერე ვგრძნობ ყოველღამ მის გამოჩენას,
ვარსკვლავები მისი ფართო თვალებია,
მთვარის შუქი უწყობს გრძნობებს გამოფენას.

ანაბელ ლი, მე მოვდივარ ყოველ ღამით,
სამარეში შენთან წოლას ნებით ვბედავ,
ზღვათა შორის, ზღვათა შორის სამეფოში,
დიდი ხნის წინ , დიდი ხნის წინ, საოცრებავ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი