გასეირნება (ჰერმან ჰესე)


Auf Wanderung- გასეირნება

ნუღარ მოიწყენ,ნუ იქნები სულ ნაღვლიანი,
მალე ფერმკრთალი ქვეყნის თავზე კვლავ დაღამდება,
ამ ცივ მთვარესაც იდუმალად ჩვენ რომ გვიცინის,
როგორ საოცრად დასტყობია ღამის ზმანება . 

ხელი მომეცი, გთხოვ , ჩამკიდე, ჩუმად, უსიტყვოდ
მალე მშვიდობა ჩამოდგება, შემოვა ჩვენში,
ქუჩის კუთხეში სილუეტი ორი გაჩნდება ,
შენი პატარა თითები რომ მიჭირავს ხელში.

ისევ წვიმს, ისევ თოვლი მოდის, ნაზი, ქათქათა,
ქარნი მოდიან და მიდიან უაზროდ ბნელში…

ჰერმან ჰესე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი