ბედის კამათელი გაგორდა…
როცა დამმარხავენ და მიწის წიაღიდან მატლები დაიწყებენ ჩემი სხეულის შეჭმას, გემო მექნება გამქრალი ჟინის, ჟინის რომელიც მაშინ დავკარგე როცა დავიწყე ცხოვრების აკორდების მეტად შეგრძნება, ვიქნები ცოტა მარილიანი, სამუდამოდ გამოკეტილი ცრემლების გამო, გარედან ცივი, შიგნიდან საეჭვოდ თბილი. ხელის ვენები ლავასავით დაიწყებენ გადმოღვრას,ალბათ იმიტომ რომ წერილებს რომლებსაც ვწერდი არ გავაგზავნე თავის ადრესატთან. მატლები ვერ გაარჩევენ გემოებს ჩემსა და სხვებს შორის,ვერ იგრძნობენ სიცარიელეს, მარტოობის განცდას, წარუმატებლობას და რაც მთავარია ტკივილს ასე საგულდაგულოდ რომ შევნიღბე… დარაბებს მიღმა დაუმდგარი გაზაფხული მექცევა ზამთრის აჩრდილად, ქარები დაიწყებენ დაუკითხავად შემოჭრას და სიცივესთან ერთად მოიტანს აქამდე უცნობ გრძნობას. ეშმაკის ბორბალივით აგორდება ეჭვი საყვარელ ადამიანზე,გონებიდან წამოსული ფიქრის გორგალი სადღაც შუაში შეხვდება გულის ტყვეობიდან გამოხსნილ სისხლიან ძაფებს, გადაებმევა ერთურთს ორივე და ერთმანეთის მიყოლებით დაწყდება თითოეული მათგანი, ასე იღვრება ის სასმისი რომელსაც მთელი ცხოვრება ვუფრთხილდებით, ხანდახან ისე ზედმეტად რომ თავად ვხდებით ამის მიზეზი. სამარხს რომელსაც ჩემი სახელი აწერია არაფრით გამორჩეული ადგილია, ნისლიანი, ცოტა ნამიანი, უსაშველოდ გაუვალი და როგორც სხვა საფლავებს მასაც უწერია დავიწყების ტრაგედია… მესაფლავეც კიარყავს ჩემს სამუდამო განსასვენებელს, მიტოვების მწარე სურნელუა ჰაერში მძაფრად, გზაც არასდროს არავის შეშლია შემთხვევით, არც არავის გახსენებია ვინმე აქედან… საოცარია ადამიანი, მისი უნარები, მისი განცდები, ქმედებები ან თუნდაც სითავხედე. მათ დროსთანაც კი დადეს გარიგება დავიწყების თაობაზე და ასე უტიფრად აგრძელებენ პასიურ,ნაცრისფერ არსებობას… არა ეგოისტი არვარ, არც ის მინდა ვინმეს მუდმივად ვახსენდებოდე, მაგრამ გამოგიტყდებით დასანანია იმის წარმოდგენა ან გაფირება რომ შენ უეცრად აღარ ხარ, აღარ ხარ როგორც სხეული და როგორც სახელი,შვილი,და, მეგობარი, აღარავინ ხარ, შენს გარეშე აყვებიან გრძნობას, შენს გარეშე დაიცლება სუფრა. სამწუხაროა ამ სუფრაზე დარჩენილი უხილავი სტუმარი ვარ, ბოლო ღერს სწრაფად ვექაჩები ფილტვებისკენ, საფერფლეს ვუმატებ კიდევ ერთ მსხვერპლს და ისევ ვერავინ მამჩნევს, ვერავინ მხედავს, ან რავიცი იქნებ არც არასდროს ვმჯდარვარ იმ დაწყევლილ მაგიდაზე, ვინ იცის?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
17 კომენტარი
დაიწყებენ ჩემი სხეულის შეჭმას,
---------------
დაიწყებენ ჭამას და არა შეჭმას.როდის ისწავლით ზმნას?
მატლები ვერ გაარჩევენ გემოებს
-------------------
გემოებს?
პირადი წერილებია ერეშ, გრამატიკა ნაკლებად რელევანტურია ;)
მაშინ რატომ გახდი სტუდენტი?სწავლა "ვაფშე"არაა "რელევანტური"
სასაცილოა ;დდ თავაად გადავწყვეტ რა საქმიაონით დავკავდე, დამატებით იმასაც გეტყვით რომ პოეზიაში, პროზაში, ჩანახატებში და ა.შ მსგავსი გრამატიკული შეცდომები რომ ეძებოტ თქვენი სიცოცხლე საკმარი არ იქნება, დამშვიდდით და განაგრძეთ თქვენი "რელევანტური" ცხოვრება
შენ კი სწავლა განაგრძე.......რა იცი,რა ხდება
კარგით პოეტო, წარმატებები...
მადლობა
შერვაშიძეზე ერთი ლექსი მქონდა ...მოვნახავ ახლა
დიდი სიამოვნებით
მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
ჩამესმის
ყურში ხმა
თამარის.
ვიღვიძებ,
დავეძებ
წყვდიადში.
ხმა ჩანს და
თამარი
არ არის.
მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
დამდევენ
ზღვისფერი
ლექსები.
მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
რელსები!
რელსები!!
რელსები!!!
მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
შირვანშაჰს
მოვტაცე
ასული.
მე მისი
ნაწნავი
მახრჩობს და
მე აქ ვარ,
იქ არის
წარსული.
მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
შირვანშაჰს
მოვტაცე
ასული.
მე მისი
ხელში მაქვს
ნაწნავი,
ვაგონში
ხარჭად მყავს
დასმული.
კიდევ მქონდა....მოვნახავ
ნუ,ვერ ვნახე.....ჯერ.ისე გვარი შერვაშიძე დაკავშირებულია შირვან შაჰთან...ეს ისე...
თუ გინდა მერე მეორე მესამე ....მეათრე ლექსსაც მოვნახავ ემხვარებზე და შერვაშიზეებზე
კარგიი
ახლა გავდივარ...მერე.დროებით
კარგიი