***


ღამის წყვდიადში ჩაძირულა გულში ახლართული ტკივილი,
მინდა ხმამაღლა ვიძახდე, იქნებ გაიგონო უძლურად მთრთოლვარე ჩივილი,
ნაპერწკალი ფერფლში მისუსტდება,სულის სიმძიმე მას ვერ აანთებს,
გულში ღვარძლი ნელა იფურჩქნება,სიყვარულის ალებს შუქს წაართმევს.

მოგონების ფირი წამეშალა,
ნეტავ მაშინ ფრთები გამეშალა,
ერთად შემოგვევლო გალაქტიკა,
უშენოდ სიცოცხლეს მე ახლაც ვიტან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი