რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ ჩემს უფლებებზე?


ყველაფერი   2019  წლის  ბოლოს დაიწყო,  როდესაც   ჩინეთში  გამოჩნდა   ახალი  მომაკვდინებელი   ვირუსი,   რომელსაც   უწოდეს  სახელი   „კოვიდ - 19.’’   მალე  ვირუსმა   მთელი   მსოფლიო   მოიცვა.   დაიღუპა  უამრავი  ადამიანი.   თითქოს   დედამიწაზე  შეწყდა  სიცოცხლე.   შეჩერდა   და  უკუსვლა   დაიწყო   ყველაფერმა. მოკლედ   სამყარო   აღმოჩნდა  ქაოსში.  საქართველოც   არ   აღმოჩნდა   გამონაკლისი.  სხვა   დანარჩენთან  ერთად   დაირღვა  ადამიანის  უფლებები.  მათ  შორის   ბავშვის უფლებებიც.   ეს  შეეხო  ძალადობისაგან  დაცვის  უფლებას, ჯანმრთელობის  უფლებას   და  განათლების  უფლებას.
        როგორც   მსოფლიოში   ასევე   საქართველოშიც   იმატა  ოჯახურმა  ძალადობამ.  რის  ფონზე?   იმისათვის,  რომ  დაწეულიყო   ინფიცირებულთა  რიცხვი  ქვეყანაში  გამოცხადდა   სრული  თუ  ნაწილობრივი  ე.წ   „LOCK DOWN’’ - ი.   ადამიანებმა  დაკარგეს  სამსახური  და   დაჯდნენ  სახლში.    ეკონომიკურმა  გაჭირვებამ  და  დიდი  ხნით  ერთ  სივრცეში  მოქცევამ   გაზარდა   აგრესია   ერთმანეთის  მიმართ  და   ხშირ   შემთხვევაში   ამ  აგრესიისა   და   ძალადობის   პირდაპირი   სამიზნე  ბავშვები   აღმოჩნდნენ.   ეს  ძალადობა  არის  როგორც  ფიზიკური, ასევე  ფსიქოლოგიური. ბავშვზე  ძალადობა  აუცილებლად  უარყოფით  გავლენას  მოახდენს,  როგორც  ბავშვის  ჯანმრთელობაზე,  ასევე   მის  განვითარებაზე . სწორედ   „ბავშვთა  უფლებების  კონვენციის’’     „მუხლი  19“  ავალდებულებს  სახელმწიფოს   დაიცვას   ბავშვი  მშობლის,  მეურვის,  ან  ნებისმიერი  სხვა  პირის   მხრიდან   ძალადობისაგან.   
            დაირღვა   ყველა  ბავშვის,  მათ  შორის  ჩემი  ჯანმრთელობის  უფლებაც.   ძირითადად  ეს  შეეხო   მხედველობას,  რადგან  სკოლები  გადასულები  არიან  დისტანციური  სწავლების   რეჟიმზე.  გვიწევს  დიდი  ხნით   კომპიუტერთან  ჯდომა, რაც  დიდ  ზიანს  აყენებს  მხედველობას. ბავშვები  სრულიად  მოწყდნენ  სპორტული  კუთხით  განვითარებას.     უმოქმედოდ  ყოფნა  და  უმოძრაობა  კი   იწვევს   წონაში   მატებას,  რაც  ჯანმრთელობას  ძალიან  ვნებს.  მართალია   „კოვიდ -19’’   პირადად  არ  გადამიტანია,  მაგრამ  მაინც  დიდი  გავლენა  მოახდინა  ჩემს  ჯანმრთელობაზე.   
              რაც  შეეხება  განათლებას.   აქაც  საგრძნობლად  დაირღვა  განათლების უფლება.   მიუხედავად  იმისა,  რომ  სწავლა  დისტანციურ  რეჟიმში   გაგრძელდა   და  საერთოდ  არ  დაპაუზდა  მაინც   დიდი  გავლენა  იქონია  განათლებაზე.   სწავლა არ  არის  ისეთი   ხარისხიანი   და  სრულფასოვანი,  როგორც  პირდაპირი  კომუნიკაციის  დროს  ხდება,  მიუხედავად  მასწავლებელთა  დიდი  ძალისხმევისა  და  მონდომებისა.   ყველა  ბავშვი  არ  არის  ინტერნეტით  უზრუნველყოფილი, რაც  აფერხებს  მის  ჩართვას  საგაკვეთილო  პროცესში.  ზოგიერთი   ბავშვი  სიშორის  გამო  თუ  მაინც  ახერხებდა  სკოლაში  მისვლას,  ახლა  ინტერნეტის  არქონის  გამო  ვერ  ესწრება  ონლაინ  გაკვეთილებს.   ეს  ძირითადად  ეხება  მაღალმთიანი  რაიონების  ბავშვებს,  მითუმეტეს  თუ  ის  სოციალურად   დაუცველია.  მათ  ეკონომიკურად  გაჭირვებულ  ცხოვრებას  ესეც  ემატება.    
              „ჩვენი  ბედნიერების  ცხრა  მეათედი   ჯანმრთელობაზეა  დამოკიდებული,’’  ასე   რომ  მთავარია   ვიყოთ   ჯანმრთელად. მალე დავამარცხოთ  ეს ვირუსი და  მაშინ   ყველაფერი   კარგად   იქნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი