პირადი ჩანაწერები


სულ მხვდება ,უამრავი სტატია, იმის შესახებ, როგორი მრავლისმთქმელია დიალოგი იმ ადამიანებთან,ვინც ცხოვრების ათწლეუები განვლო, ვინც თითქმის საუკუნეს მიაღწია და ზოგმა, მიაღია კიდეც... მეც მინდა დავწერო ადამიანზე,ვინც მთელი ბავშვობა გამილამაზა და ჩემში უკვდავყო, ბავშბობის წლები..ეს ადამიანი  ჩემი გამზრდელი ბებიაა,     რომელმაც მე ბევრი რამ შთამაგონა.                                                                             განსაკუთრებით საინტერესო იყო მასთან საუბარი, მაშინ, როცა ვისხედით,ბუხრის ძირას, შუქი არ იყო, გვენთო ლამფა,რომელიც, მისი თქმით, საუკუნეს იყო მიღწეული და დედისგან ჰქონდა სასხსოვრად..                                                                                                        ბებია უამრავ ამბავს მოიგონებდა , ამ მოგონებებში ეტყობოდა, რომ ძალიან დიდი იარები, ჰქონდა გულში... იჯდა და მიყვებოდა,ხან მის ბავშვობაზე,ხან სტუდენტობასა,თუ იმაზე, როგორ მოეწონა ბაბუას და შეირთო ცოლად... იმერელი ქალია და იმერული სისპეტაკეც სულ თან დაჰყვება და მასთან ერთად თითქმის საუკუნეს უძლებს.                                                                      სწორედ, იმიტომ მიყვარდა მისი ნაამბობის მოსმენა,ძალიან,რომ ყოველთვის დაურთავდა ისეთ, ფრაზას,რომელი არ შეიძლებოდა არ გაგჯდომოდა სულში და არ გაგყოლოდა მუდამ მსწავლელად...                                                                                                                                                                                 ასე მორიგ, ერთ ასეთ ღამეს ვისხედით, ღამეც ისეთი,ჩუმი და მყუდრო იყო, თითქოს უნდოდა,უკეთ გამეგო ბებიას ხმა და უფრო ახლოს ვყოფლიყავი მასთან, ვისხედით და ის თავისი უცვლელი,კილოთი მიამბობდა მასზე...                                                                                                                                  -ბებიკელა!                                                                                                                                                                                      -გისმენ,ბე!                                                                                                                                                                                       -შენ თუ იცი , მამაჩემი, ვენედიქტე, რაფერი კაცი იყო?                                                                                                                  -არა ბებია, მითხარი (მე მიყვარდა ჩაციება,რომ რაც შეიძლებოდა დიდ ხანს ეამბო რამე)                                                    -დედაი რო დადგამდა ვახშამს, ჩაის,რო დაასხამდა და ხმამაღლა მოურევდი, მეტყოდა: „ბაბუცა! ვახშამზე რო დაჯდები ჩაისაც ისე უნდა მოურიო,რომ სხვაი არ შეაწუხოვო“.                                                  -ბებია,თითონ,როგორ ურევდა?                                                                                                                                                  -თითონ,ჩუმათ , წინ და უკან...                                                                                                                                                                   -ესეიგი არ უყვარდა ხომ ხმაური?                                                                                                                                             -არა, ნენა, არც მაგას და არც თლა დედაჩემს, რო გამოაგზანიდა ჩემ ძმას,საცხა რო ვთამაშობდით ბაღნები და მე იქიდან თუ დოუძახებდი, სახლში რო მევიდოდი,მეტყოდა: „შენი ხმაი მეზობელმაც არ უნდა გეიგოსო“                                                                                                                            -ბებია , პატარა რომ იყავი სათამაშოები გქონდა?                                                                               -არა ნენა, რაცხა ერთი-ორი , მარა საღამოს რო დაჯდებოდა, დიდები და თამაშობდენ ნარდს, ბაღნებიც ქე ვერთობოდით, ჩემი ძმაი წეიღიღინებდა „საპოვნელას“ და ჩემი დაი და მე ავყობოდით.                                                                                                                                                                                                         ასე მიყვებოდა, ყველაფერს, თან მეფერებოდა, „ჩემი პაწა თხაპეტელა“ ხარო, მეტყოდა და თმაზე ხელს გადამისვამდა.....                                                                                                                                                      სკოლაში წასვლის წინ, თმებს ყოველთვის მან მიკეთებდა,ხოლმე და მარიგედა,“ჭკვიანად,მეიქეცი და ლამაზად,რაფერც შეგშვენის ისე“                                                                                             სახლში მოსლუსაც ბებია მახვედრებდა თბილ სადილს, დედა პედაგოგი იყო და ხშირად, ერთად ვბრუნდებოდით სახლში, ან მე უფრო ადრე.                                                                                                        თვითონაც,ყოველთვის ამაყობდა,რომ მასწავლებელი იყო და,როგორც იტყოდა, 47 წლიანი სტაჟი ჰქონდა, დაწყებით საფეხურებს ასწავლიდა, ყოველთვის იხსენებდა,როგორ უყვარდათ ბავშვებს და რამდენი საამაყო თაობა გაუშვია სკოლიდან, მართლაც დღემდე ულოცავს მოსწავლეები ყველა იუბილესა თუ  დღესასწაულს.  
მოწესრიგებული იყო, სტუმარი, რომ მოვიდოდა, ფქვილიანი კაბის გამოსაცვლელად,შეირბენდა ოთახში გამოიპრანჭებოდა და ისე შეეგებებოდა სტუმარს.                                            მოუშუშებელი იარა დაატყო შვილის დარდმა, ვერასდროს, ვერ ინელებდა, აბა როგორ მოინელებ გარდაცლილ შვილს?!                                                                                                                                               ეს იყო მისი,  დარდი,დადრთა შორის, რასაც ვერავინ ვერ ვუმსუბუქებდით, მატო ჩემთან ტიროდა და ირეცხავდა გულს...                                                                                                                                               -ეჰ,მარიკელა!                                                                                                                                                                           -რაფერ, მივიდე მის საფლავთან? რაფერ შევხედო თვალბში?..                                                                                     იმ ადგილას,სადაც მისვლის, ყველაზე მეტად ეშინოდა, მე დავყვებოდი...                                                                                                                                                     მასზე გაუთავებლად შემიძლია,ვწერო,არ მყოფნის არც ერთი სიტყვა, აღვწერო მისი ამაგი,ჩემგან ფასდაუდებელი...                                                                                                                                                    ახლა,რომ ვუყურებ როგორ მოხრილი და უსუსურია,გული მტკივა. და ახლაც,როგორც მაშინ არავინ ჰყავს ჩემზე ახლო თანამოზიარე...                                                                                                                ბაშვივით გაუხდა გული და ახლა მე ვყავარ მას , როგორც დედა, როგორც მე ის, მაშინ...                                            მე მასსავით მზრუნველი ვერ გამოვდექი და  ამაგს სათანადოთ ვერ ვუბრუნებ, ალბათ ეს ყოველთვის შემაწუხებს... სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან დამყვებდა, მისი „შეგონებები“.                                           და ვმადლობ უფალს, რომ მე ასეთი  ბებია მყავს, მასთან ერთად გატარებული ბავშვობა,რომ დაუვიწყარია და რომ ყველა ღამე , როცა მასთან ერთად მეძინა , სხვა ყველა ღამისგან გამორჩევით დასამახსოვრებელი და თბილი იყო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი