,,იასამნის ყვავილწნული''(ფრაგმენტი წიგნიდან ,,ყარაჩთვალწარბა'').


მიდის დრო, ფიქრთა ქარავანის ჩია მწყემსავი. 

ოჰ, რა ჭარბია მწირ უდაბნოსთვის ტვირთმოხუნძლული, ხაბაკ – ხაბა ჭრელი ულამი! 

– სად მიგაქვს მწყემსო, საზიდარი, ქვეყნისოდენა? 

მაგრამ რა იცის, აბა, მწყემსმა,  

წინ იცქირება – წალკოტიაო ავაზანთა, თვალი ატყუებს. 

მო, მიახლოვდი, მოიკალი წყურვილიო – გული ატყუებს. 

სანამ ივლიდე, აქ ვიქნები, არსად წავალო – მზე რომ მომჯდარა სოფლის თავზე, 
ისიც ატყუებს. 

                                                                                                      და ასე მიდის დროც...  

თმაში ჭაღარი თოვს. 

                                                                                                      და ასე მიდის დროც...

დროც ვეღარ კურნავს დროს. 

და დროს არ სჯერა – თვალიც ატყუებს, გულიც ატყუებს და მზეც ატყუებს, 

და დროს არა სწამს – არსად არაა ლურჯი წალკოტი და 
ანგელოზის ცრემლთა მდენი საავაზანო, 

                                                                            ეჰ... 

მიდი, მიდი,  

გზა გაიკვალე, 

სულ მარტოდმარტო, უსასო ფიქრთა ჭრელ – ქარავანო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი