„თავსამკაულად“ (ფრაგმენტი წიგნიდან ,,ყარაჩთვალწარბა'')
მთების თანგირში იხარშება თოვლის ფლავები. ცრის… და ეს ნისლი, როგორც დამები თეთრი, წვეთებად ცოდვის ღმერთებად წამები, ერთი და ათასები მიდიან… კართან გეთსემანიის იასამნისფერ ქართა ქადაგი, თვალთა მადაგი ბაბილონები, მარდუქ, ბალთაზარ მათი მონები, და დაკიდული სემირამიდა, მეტი რა მინდა… და უძლეველი როგორც მიდია, წლებიც მიდიან… დაუძლეველი ჩემი ძახილი თუ გესმის, კარგო?.. სათის თვალ – წარბო, ღაწვო ქარწაბო, ყირმიზ – ბაგეო, ალალ – დამგეო, თითებო მანგნო, და ტრფობის თანგნო, დე, იყოს ნება ჩემი, რომ ვნება უთქმელი პირით, ნათქვამი მზერით, სიტყვებით მწირით, და უხვის მღერით, შემოგაფრქვიო ვით წიაღვარი, სულის ღარიდან ამოხეთქილი... მოდი... მიტირე, თუ დავეცემი მკერდგაშლილ ველზე. და სანანოა, რომ ვერ შემიცან როგორც პირმჭრელმა, მხურვალე გრდემლზე. და როგორც ოქროს პირამიდები, მინდები… ხან ქარს წავყევ ფოთლებად, ხან წვიმის წვეთებად დავიქეცი, და შენს ლოდინში, ჩემო ძვირფასო, მე ვწერე… ვწერე… ვწერე… მემგონი, მე თავად რითმად გარდავიქეცი. სამცხეთო, მრუმი მდუმრად ყვავილობს. კარზე ზაფხული მოსდგომია მაგრამ, რა ეზაფხულება?.. პირიმზე, ფერით იორდასალამ სალამებს უძღვნის დიდთა კარედს, მხოლოდ დარჩენილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
მინდები… ხან ქარს წავყევ ფოთლებად,
ხან წვიმის წვეთებად დავიქეცი, --------------მეორე ბწკარედი არ ვარგა .აჯობებდა წვიმის წვეთებად ხან დავიქეცი....ნუ, ეს იმ შემთხვევაში, თუ პოეტურ მელოდიასთან გაკუჭული არ ხარ