ფარცხისთავს ლურჯსა ზეცაზედ (შესავალი)


რაოდენს მალავ მთვარეო, რაზედ არ იტყვი სიტყვასა, 
ნეტავი ჩამოჰყვებოდე, ჩქამს ანგელოზის ფრთისასა, 
კაცთა თქმა ზენით აგქონდეს, გვეტყოდე სიტყვას ცისასა, 
მადლით გვიცქერდნენ მნათობნი, წვიმად ამბობდე რისხვასა. 

რაოდენს მალავ მთვარეო, ნაღველსა გულისთქმისასა, 
მიწად წყვდიადის მმუსვრელსა, მაღლით სარკესა ღვთისასა, 
ველად სხივ - ვერცხლის მქსოველსა, შარავანდედსა კლდისასა, 
თამარის მანდილს გამსგავსე, თავსაბურავსა თმისასა. 

ვგონებ, რა ვწერო ძვირფასი, მძივი ავაგო ლალისა, 
გულისწორ სისხლის მჩქეფარი, ამტირებელი თვალისა, 
ვეძიე, კიდეც მივაგენ, მარცვალს კარგ მოსავალისა,  
წარსულის ჩრდილზე აღსდგება, განგება მომავალისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი