გაგრძელება ვეფხისა და მოყმისა / დედების შეყრა


დედების შეყრა
(2019)

ვეფხის კარს დიაც ესტუმრა,
გამოწყობილი შავადა,
თავჩახრილ იდგა დედაი,
ცრემლი თვალს მოსდგა ღვარადა,
ცალ ხელში ყოილებითურთ,
ჩამომდნარს ვითა სანთლადა,
ტირილით ვეფხის დედაი,
გარდაეხვია საწყლადა:

„აქა ხარ ვეფხის დედაო,
თვალთ ცრემლ ნაღვარო ცოდვითა,
შენ გულის ვარამთ საყუროდ,
მთანი ვიარე ოხვრითა,
რასაც შენ სტირი, იმასვე,
თან დავატარებ გონითა,
აწ რა გვაქვს გზა დარჩენილი?
გზა - გზა ვიაროთ ლოცვითა.“

‘’ჩვენ შვილებს ერთი - მეორე,
ჩაუხოცნიათ ავადა,
შმაგებულ იყვნენ ორთავე,
მთელ დღე წინ ჰქონდათ არადა,
კაცმან და ვეფხმან ერთურთის,
ენა არ იცის არცადა,
მაგრამ საერთო ტკივილმა,
საერთო ენაც გვაწაფა.

ორთავე გული ერთს სტირის,
დათუთქულნი ვართ ჯავრადა,
შენ ჩემი ღრენა ჩაგესმის,
მე კი ყურს გიგდებ თავადა.“
საერთოდ რაღა აზრი აქვს,
ვეფხად მოხვალ თუ კაცადა,
ყველანი ღვთის შვილები ვართ,
ერთ დღეს მოსულნი წამადა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი