ის აქ არის...
ირგვლივ სიჩუმე გააბნია შენზე ფიქრებმა, დღეს ხომ ბუნებამ გაზაფხული შეისისხლფერა, შენი სურნელი ჩამიკმია მინდვრის ყვავილმა თვალები მექცა არეული მარტის ღრუბლებად, ამ მთებში გხედავ ისევ ცისფრად,ისევ მზისფერად... მე ხომ ოცნება შემაყვარა შენზე ფიქრებმა, ჩუმად გაგიღე ჩემი გულის მცირე ჭიშკარი, კარებთან მოსულს მიყვარხარ თქო ბევრჯერ გითხარი ახლა კი, ისევ სიჩუმეში სიო უბერავს, ყვავილი ხარობს,ჩიტი გალობს,ბალახი ირწევა, ეს ჩემი გული ისევ შენსას ესალბუნება და გაზაფხულიც მხოლოდ შენზე მეჩურჩულება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი