ოფელია
გრძნობის შლეიფმა თან გაიყოლა უმწიკვლო ნიმფა, ის გაურიგდა ჭაობის ლანდებს და ფიცი მისცა: -მე დავბრუნდები ჭაობში წმინდად თეთრი ლილია! თქვა და გათავდა იმ წამს ნატიფი, კვდა ოფელია… შუშისთვალები ღიადრჩენილი ისევ ანათებს, ის გზას უკვალავს ბნელში დაკარგულ ციცინათელებს, ტირიფი სევდის ფეხულით არხევს მწვანე ნაწნავებს, ქალწულის სულის უძლურ ნაპრალებს ვერ გაამთელებს… დაფლეთილ სამოსს მშვიდი ალმური კვლავ შერჩენია, ყვავილფენილი ხალიჩით მიჰყავს ნიავს ლილია, ზურმუხტის სურო გედის კისერზე ზედ დაჰფენია, დედოფალია მდინარის ჩრდილი თვით ოფელია… მარჯნის თითები გულისკედელზე ფარად დაიდო, მალულ გრძნობისთვის თვისი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო, საწუთრომ ქალის ჰაერთ ნაკვნესი ოდეს გაიგო გაქვავდა წამი და დედოფალმა ძირვა დაიწყო… ნეშოცვენილი ჭაობის ატლასს ფერავს ლილია, ფსკერზე შორს მოსჩანს ზურმუხტი მწვანე, ის დაღლილია… ვერვინ იხილავს ჭაობის ნიმფას ხავსად შლილია… ყური დაუგდეთ სიჩუმის სურნელს გხმობთ ოფელია…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი