ვხედავ სცენაზე ღიმილით დგახარ


გაფიცებ ყველაფერ სანუკვრად წმინდას
დადექ სარკის წინ და თქვი ყოველი,
შენ ჩემზე კარგად იცოდი მარად
რაი გიჰქმნია და რა მოგელის.

თავს რად იტანჯავ სპეტაკო სულო
ჯერაც ღრუბლებში გიკრთის ბავშვობა
რისთვის გაგწირეს რად მოინდომეს
ქორებმა შენს თავს უმალ დაცხრომა?!

ბაბუაწვერად გსახავდი მუდამ
სიოს დაბერვა ერთი რომ კმარა
მე მეშინია მთლად არ მომტაცოს
ავდარში შენი ხელი ამ ქარმა.

სისუსტე რკალად თავთ რომ გეკვრება
ქორი მზერასაც მაშინ გაპარებს
არ მემეტები ჭინჭრისთვის ვარდო 
მწადს ღელვა შენი სწრაფად დამთავრდეს.

ღამით გიძვრება სულში შავბნელი
ეჭვი საწყისი ყველა სიმწარის,
დანაშაულის გრძნობით აღსავსე
გაშინებს ხილვა ძველი სიზმარის

დგახარ მოფარგლულ ქორების წრეში
თალთ დაგიბურა ტკივილის ცრემლმა
იმ წამს ფიქრობდი- ყველამ დაგტოვა
ვერ გაიგონა ვედრება ღმერთმა.

დასრულდა შენი წამების ჟამი
ყველას საფასურს მოსთხოვს ცხოვრება,
შენ კი იფრინე და ინავარდე
წარსულს ატანე მწარე გოდება.

გიცემს სიცოცხლე პატარა გულში,
ვხედავ სცენაზე ღიმილით დგახარ
თავი იჩინე დატკბი ცხოვრებით 
დაიმახსოვრე, მე მუდამ აქ ვარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი