ყვავი
შორს, მიტოვებულ ერთ ტირიფის ქვეშ ჭაობს ტკივილით ფერი ეცვალა, მან შეიფარა ცოცხალი ლეში როს მას არავინ არ დაეხმარა… აკვნესდა ზეცა ყოვლის შემყურე მზემ წარბშეკრულმა ნისლი იფარა ქარი ემდურის სიკვდილის სურნელს, უცოდველი რომ არ შეიბრალა… ირგვლივ წითელ ფერს გარე მოუცავს, ბოლოჯერ არხევს ტირიფი ტოტებს, ხელს უწვდის ათასს მომაკვდავ ობოლს და თანაუგრძნობს ცრემლებით მშობლებს… ცალფრთამოტეხილ უმწეო ფრინველს გადახსნილ მკერდზე უთრთოლავს გული ის ელოდება ბოლო აკორდებს, მას სურს ტრიუმფით დალიოს სული… მშია! გაისმა ზარების რეკვა სვავთ წრე შეეკრათ ცის კაბადონზე არვინ დაასწროს მათ ბოლო ლუკმა ერთი მეორეს აქ დარაჯობენ! თვალს ძლივსღა ახელს პირდავრდომილი ყვავმა ბოლოჯერ ღრმად ჩაისუნთქა, ხვნეშას ამოჰყვა ჩუმი ჰანგები ხემ კი ყოველი ღრმად ჩაიხუტა… მოჰყვა ორკესტრი ნისკარტ კაკუნის ეცნენ ერთბაშად მშიერ-მწყურვალნი, სისხლს სვამდნენ ძვლები არ ერგებოდათ ხვნეშით ერივნენ ერთურთს მხურვალნი… ცისკენ გაფრინენ მაძღარი მხეცნი ახლა სხვა მსხვერპლი უნდა ეპოვნათ თავი ანებეს ბუმბულგაცვენილს, ახალი საზრდო სხვაგან ელოდათ… მოგონებების ქარბუქის ჭექამ გადაიელვა ფრთოსან თვალებში, მას მოაგონდა განვლილ საწურთო და ყოველივე გაქრა წამებში… ყვავს ცალი თვალი მაინც ეხილა სურდა ხსოვნოდა სიკვდილის ნამი, როს მან ბოლოჯერ უხმოდ შეჰკივლა სულმა იპოვნა სიმშვიდის ჟამი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი