თუთის ხის ქვეშ ხომ მოხუცი იცდის


მტიკვა მოხუცის ნაბიჯი ფრთხილი,
თვალის ცეცება ყავარჯნის ძირზე,
ნაოჭთა სევდის ამბები მკრთალი,
ფიქრი ნისლებში გარდაცვლილ შვილზე…

თუთის ხის ჩრდილში ვედრება მტკივა,
შვილს ეძებს მამა გამვლელთა შორის,
ხელის კანკალით ეყრდნობა ჯოხებს,
მშვიდად განაგრძობს მოხუცი ლოდინს.

ვისთვის საზრდოობს, რა ასულდგმულებს,
ღონემიხდილი სუნთქვად ქცეული,
დედამიწაზე ის ობლობს მხოლოდ,
სნეული სულით შხამდალეული…

მას ის მოსტაცა უდრეკმა ჟამმა,
ვის დანახვასაც ასე ლამობდა,
მტკივა მოხუცის მარადი დაცდა,
მამას ხომ შვილი ლანდად დაშორდა…

დაიარება ბაბუა გზაზე,
ყავარჯენს მობმულ ნატეხით პურის,
მანამ განაგრძობს ოცნებას სასრულს
სანამდე გვესმის მოხუცის გულის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი