მალე თენდება
ღამეულ ლადნად ფიქრი თან დამდევს დღე არ მასვენებს სხივნარევ ჩრდილი, სხეულს მიკოჟრავს უთქმელი სიტყვა არავინ მისმენს მე ამას ვჩივი… ვის შევავედრო ზიარი მწუხრის გრძნობათ წიაღში ლოდინი მგუდავს, ერთგულის ჩემი ობოლ ცის გარდა არარსებობა შანთივით მთუთქავს. სიცილი ბავშვის მსულდგმულობს მარად… უსიერ დროში მიელვებს წარსულს უწინ მებადა ძვირფასი კომლი, იმედის სურო არ დამთმობს ზრდასრულს თუმც რა ვიღონო გამანზე ზეცავ, რით მოვიშუშო იარა სევდის, სამარედ მსახე გამწაფე უტყვად, ჩარჩო მიცვალე ნაცრისფერ ბედის. დამახრჩო თმენის ყელმოჭდილ ძაფმა ცრუ სიმართლეთა მარაოს რხევამ, ბრუალი კვამლით აღივსო სული, რაწამს მანიშნა ჩურჩულით ზენამ- ჩაივლის დღენი ხმაურით მშვიდის, ცრემლები დარდის კალამს შეშრება ვარამს კი მოსდგამს ნათელი წამი ნუ გედარდების მალე თენდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი