მხოლოდ დროა დამნაშავე
წვიმის წვეთო, რად არ მოწყდი ზეცას ადრე?.. უეცარი სიხარულით შეგხვდებოდი ლაღად სადმე… შენ იმ ალმურს ჩააქრობდი მე რომ მიპყრობს ყოველ ღამე მოუჩქარე, კვლავ ბინდდება, ოცნების ცა ჩემთვის დათმე. ჩამოვარდი ნაცნობ ღრუბელს და დაუგე სიოს მახე, მოაღწიე სანატრელო იმ ხელისკენ მე რომ განდე, დიდი არის მოლოდინი ვეღარ უძლებს სული ამდენს! მოუჩქარე, კვლავ ბინდდება, ჩემი გრძნობა შენ დაბადე… დადგა ჟამი შეხვედრისა, მშვიდად ყოფნა არ მაცადე და შეხებით წვიმის წვეთო, გამოწვდილ ხელს არ აამე! ობოლ მიწას მიებარე და იქ ჰპოვე შენ სავანე… აწ დაბინდდა, გარეთ, სულში, ტკივილი კი ვერ დავმალე. აბობოქრდა მაშინ ბგერა, ქარს ცრებლები შევამშრალე, ჩვენს ამბავში, სიყვარულო, მხოლოდ დროა დამნაშავე! მთლად დაღამდა, მე კი გნატრობ შენ ერთადერთს გულმხურვალე… ცა იქცევა მწუხარებით, ერთად გგლოვობთ მე და ღამე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი